13
შშშშშშშშშ შშშშშშშ I შშშშშშ შშშშშ შშშშშშ შშშშშშშშშშშშ: შშშშშშ შშშშშშშშშ შშშშშ შშშშშშშშშშ შშშშშშშშშშშშ შშშშშშშ Kubism პპპპპ პპპპპპ. აააააააა აააააააა, 1907

Kubism

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Kubism

შუალედური გამოცდა Iმარიამ ჭედია

კურსის ხელმძღვანელი: ხათუნა ხაბულიანიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კუბიზმიKubism

პაბლო პიკასო. ავინონის გოგონები, 1907PABLO PICASSO. Flickorna från Avignon, 1907

Page 2: Kubism

კუბიზმი

უკიდურესი ფორმალისტური მიმართულება ბურჟუაზიულ სახვით ხელოვნებაში, რომელიც რეალური სამყაროს საგნების გამოხატულებას ცვლიდა გეომეტრიული ფიგურების (კუბის, კონუსის და მისთ.)

კომბინაციებით. კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია,

ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში — ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად, ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისთვის.

ეს იყო სრულყოფილი, მკაფიოდ განსაზღვრული, მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც საფრანგეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაისახა და ევროპული მხატვრობის რევოლუციის ძირითადი მაპროვოცირებელი მიზეზი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდისთვის საფრანგეთი, თანამედროვე ხელოვნების მექა ს წარმოადგენდა. იქ ჩადიოდნენ მხატვრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ცდილობდნენ ხელოვნებაში საკუთარი კვალი ახალი სიტყვით, ახალი ხედვით, ახლებურად გადმოცემული ვიზუალური ხელოვნებით დაეტოვებინათ.

ამ იდეით განსჭვალული ორი ხელოვანი: პაბლო პიკასო (Pablo Ruiz y Picasso)

და ჟორჟ ბრაკი (George Braque) 1907 წელს გაიცნობენ ერთმანეთს. 1908

წლისთვის მათ უკვე ერთობლივად, ერთ სახელოსნოში დაიწყეს მუშაობა, სადაც ცდილობდნენ ჩამოეყალიბებინათ ახალი მხატვრული სტილი და

Page 3: Kubism

ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები. შესაბამისად, მათი ნამუშევრები თითქმის იდენტურია.

კუბიზმის დაბადების თარიღად 1908 წელია მიჩნეული. პიკასოს და ბრაკის

ერთობლივმა მუშაობამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 1914 წლამდე გასტანა.

მათი ხედვა შემდეგში მდგომარეობდა:

კუბისტურ ნამუშევრებში, ობიექტი

დაშლილია და ხელახლაა აწყობილი

აბსტრაქტულ ფორმაში. ობიექტთა რაიმე

კუთხიდან აღწერის ნაცვლადხელოვანი

სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად. რათა წარმოაჩინოს საგანი

უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად

ჩახლართულია რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა

ფონი , თავად ობიექტი ან ობიექტის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა. რაც

არამკაფიოდ გამჭვირვალე სივრცეს ქმნის დამახასიათებელს

კუბიზმისათვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული

ესთეტიური მიმდინარეობა.

ტერმინი კუბიზმი(ფრანგ cubisme) ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა დაამკვიდრა მან პიკასოს და ჟორჟ ბრაკის ნამუშევრებს ”bizarre cubiques” (უცნაური კუბები) უწოდა(1908). ტერმინი სწრაფად დამკვიდრდა თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს ის კარგა ხანს არ გამოუყენებია.

კუბიზმმა დიდი გავლენა იქონია 20 საუკუნის პირველი დეკადენტის მხატვრებზე. პიკასოს

და ბრაკის მიერ შექმნილ სტილს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა. ამიტომ მათ პიკასოს სკოლას უწოდებენ.

Page 4: Kubism

კუბისტური მოძრაობა სწრაფად გაფართოვდა მონპარნასზე მხატვართა თავყრილობებზე, რომელსაც ელიტარულ წრეებში რეკლამას უწევდა სამხატვრო დილერი ჰენრი კანვეილერი. მიმდინარეობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1910 წელს კრიტიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც ბრაკისა და პიკასოს გავლენის ქვეშ მყოფ ხელოვანთა ”კუბისტურ სკოლას”.

მე-20 საუკუნის კუბისტი მხატვრები:

Guillaume Apollinaire

გიიომ აპოლინერი

Robert Delaunay

Saint-Séverin, 1909-10

Marcel Duchamp

Sad Young Man on a Train, 1911–12

Page 5: Kubism

Raymond Duchamp-Villion

La Maison Cubiste (Cubist House) at the Salon d'Automne, 1912

Diego Rivera

დიეგო რივერა

Maternidad, Angelina y el niño Diego (Motherhood, Angelina and the Child Diego), 1916

Page 6: Kubism

Marie VorobieffLouis Marcoussis

Roger de la Fresnaye

Nu debout de face, 1910–11

კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე, რამაც შემდგომში დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას, როგორიცაა ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, ვოტიციზმი და ექსპრესიონიზმი.

პაბლო რუის ი პიკასო

მე რომ ჯარში წავსულიყავი, გავხდებოდი გენერალი. მაგრამ მე წავედი ხელოვნებაში და გავხდი პიკასო

ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გენიოსის შემოქმედება ყველას არ მოსწონს, თუმცა ნიჭს ვერსად გავექცევით. პიკასოს მოწინააღმდეგეებიც კი პატივს სცემდნენ მის შესაძლებლობებს.

პაბლო პიკასოს სრული სახელი და გვარია პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო

დე პაულა ხუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა

სანტისიმა ტრინიდად რუიზ ი პიკასო.

Page 7: Kubism

პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო პერიოდების სახელებზე ურთიერთშეთანხმება მიღწეული არ არის, მისი ყველაზე ერთხმად მიღებული პერიოდები იყო:

ცისფერი პერიოდი (1901—1904), სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია; ხშირად აღწერს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს.

ვარდისფერი პერიოდი (1905—1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად.

აფრიკული პერიოდი (1908—1909), აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით; მნიშვნელოვანი ნიმუშია „Les Demoiselles d’Avignon“ (ავინიონის დიაცები).

ანალიტიკური კუბიზმი (1909—1912), ხატვის სტილი, რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა მონოქრომული მოყავსფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და „ანალიზი“ ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაქის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება.

სინთეტიური კუბიზმი (1912—1919), სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებით; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი შემთხვევა.

Analytical cubism

Pablo Picasso. Portrait of Wilhelm Uhde,1910

უნდა აღინიშნოს, რომ პიკასომ სახელი მხატვრობაში გაითქვა, თუმა ამასთან პიკასო მუშაობდა სკულპტურებზე, კერამიკაზე, გრაფიკაზე. ასევე, შექმნა დეკორაციები და კოსტიუმები საბალეტო დადგმებისთვის. ის წერდა ლექსებს და ორი პიესის ავტორიც გახლავთ.

ქანდაკება “ჩიკაგო პიკასო”, რომელიც თვითონ გააკეთა 1967 წელს

მე მუდამ ვაკეთებ იმას, რაც არ მეხერხება, რათა ვისწავლო

Page 8: Kubism

ახლადდაბადებული პიკასო სიგარის ბოლმა გადაარჩინა

მშობიარობა რთული იყო. პიკასო იმდენად სუსტი დაიბადა, რომ ცოცხლადაც არ თვლიდნენ. მედდამ დატოვა ბავშვი და წავიდა დედასთან ცუდი ამბის შესატყობინებლად. ბავშვი იღბალმა იხსნა – მისი ბიძა, დონ სალვადორი,

ეწეოდა სიგარას და პატარას დანახვისთანავე კვამლი სახეში შეაბოლა. ამან იმოქმედა და ბავშვმა ტირილი დაიწყო. ეს ფაქტი რომ არა, პიკასო ალბათ ვერც იცოცხლებდა.

პირველი სიტყვა იყო ფანქარი

მე შემეძლო ხატვა რაფაელივით, ამის ნაცვლად კი მთელი ცხოვრება დავხარჯე იმაში,

რომ მესწავლა ხატვა ბავშვივით.

პატარა პიკასომ ხატვა ლაპარაკზე ადრე ისწავლა, მისი პირველი სიტყვა იყო “ფანქარი”. როცა მას შეუსრულდა 7 წელი, მამა, მხატვარი და ხელოვნების პროფესორი, ხატვას ასწავლიდა. მან მალევე შეამჩნია, რომ შვილი ჯობნიდა ხატვაში და პირობა დადო, რომ ამ საქმიანობაზე უარს იტყოდა. ბარსელონის სამხატვრო სკოლის გამოცდები პიკასომ ერთ დღეში ჩააბარა, როცა სხვები ამას თვეს ანდომებდნენ.

ოსტატობის საიდუმლო

ერთხელ, ადგილობრივ ბაზარში პიკასოსთან მივიდა ქალბატონი და გაუწოდა ქაღალდის ფურცელი.

– ბატონო პიკასო, - თქვა ანერვიულებულად, - მე თქვენი უდიდესი თაყვანისმცემელი ვარ. ხომ ვერ დახატავდით რამეს ჩემთვის?

პიკასო სიამოვნებით დათანხმდა. ფურცელზე რაღაც დახატა, უკან გაუწოდა და უთხრა: – ეს ეღირება მილიონი დოლარი.

– კი მაგრამ, ბატონო პიკასო, თქვენ დახარჯეთ სულ რაღაც 30 წამი, რათა დაგეხატათ ეს მინიატურული შედევრი!

– კეთილო ქალბატონო, მე დავხარჯე 30 წელი, რათა დამეხატა ეს შედევრი 30

წამში.

ჟორჟ ბრაკი

Page 9: Kubism

ის პიკასაოს შემდგომ ამ ჟანრში ყველაზე გამორჩეულ მხატვრად ითვლება. მისი შემოქმედება მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესოა. მიმზიდველი ფორმებით და ფერებით.  ახლებური ხედვით და რევოლუციური პრინციპებით შუქ ჩრდილთან მიმართებაში.

The Viaduct at L'Estaque (Le Viaduc de l'Estaque), 1907-08

ბრაკი პიკასოსგან განსხვავებით ეროვნებით ფრანგი გახლდათ. ის 1882 წლის 13

მაისს პარიზის გარეუბანში დაიბადა. მისი მამა დეკორატორი იყო. თავად ბრაკიც კარგად ფლობდა ამ ხელობას იგი ერთხანს დეკორატორადაც მუშაობდა.

1902-1904 წლებში ბრაკი პარიზის ჰუმბორტის აკადემიაში სახვით ხელოვნებასა და სკულპტუსაზე მუშაობას ეუფლება.

ბრაკის შემოქმედებაში ერთდროულად მრავალი სტილი და მიმდინარეობა იყრის თავს. ის მუდმივ შემოქმედებით ძიებაში იყო და მიილტვოდა ახლისკენ. მისი თავდაპირველი შემოქმედება იმპრესიონისტული ხედვით გამოირჩევა..

Page 10: Kubism

მას შემდეგ რაც მან ჰენრი მატისისა და ანდრე დირეინის შემოქმედება იხილარაღაც ახლის მისეულის შექმნის იდეა გაუჩნდა.

1906 წლის მარტი/აპრილში Salon de societe des Artistes inde Pendants-ში ბრაკის 

პირველი გამოფენა იხსნება. სადაც მან შვიდი ნამუშევარი გამოფინა.

La Roche-Guyon, le château (The Castle at Roche-

Guyon), 1909

ბრაკის შემოქმედებაში 1908-1913 წლებში ჭარბობს გეომეტრიული, სიმეტრიული ფიგურები. მან ფიგურის შუქ ჩრდილთა განათების ახლებური ხედვა შეიმუშავა.

1909 წელს იგი პიკასოსთან ერთად იწყებს ახალ მხატვრულ მიმდინარეობაზე მუშაობას.

მათ ინოვაცია შეიტანეს მხატვრობაში.ისინი იყენებდნენ მონოქრონულ ფერთა გამას და წახნაგოვან ფორმებს ხატავდნენ.  მისი

შემოქმედების ეს პერიოდი ანალიტიკური კუბიზმის სახელით არის ცნობილი.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ბრაკი საფრანგეთის არმიაში გაიწვიეს. ამით დასრულდა მისი და პაბლო პიკასოს შემოქმედებითი თანამშრომლობა,

ომის შემდგომ მან მარტომ განაგრძო მუშაობა. მან კვლავ დაიწყო ადამიანის ფიგურების ხატვა. მის შემოქმედებაში სურიალისტური ნახატებიც გამოჩნდა.

ჟორჟ ბრაკის შემოქმედება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუზეუმებშია დაცული.

იგი 1963 წელს პარიზში გარდაიცვალა.

კუბიზმი არქიტექტურაში

კუბისტური შენობა პრაღაში

Page 11: Kubism

Architecture Josef Chochol (1880–1956)

პირდაპირი კავშირი კუბისტურ ხელოვნებასა და კუბისტურ არქიტექტურას შორის არ არსებობს.

თუმცა, ორივე მათგანს მსგავსი დამახასიათებელი გეომეტრიული ფორმები აერთიანებს. როგორც უკვე ვახსენეთ, კუბისტი მხატვრები აბსტრაქტულ ობიექტებს ხატავენ, რომელიც ისევ და ისევ გეომეტრიულ ფიგურებში იკვეთება. შესაბამისად, ხშირად კუბისტური შენობები კუბისტურ პრინციპებს ეფუძნება. ის შეიძლება მრავალი ფიგურის

ნაზავი ან მხოლოდ ერთი დიდი გეომეტრიული კონსტრუქცია იყოს.

რასაკვირველია, თითოეულ კუბისტურ ნაგებობას აქვს თავისი განკუთვნილი დიზაინი, ძირითადად მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის. ამგვარი არქიტექტურული შენობისთვის სიმარტივე მნიშვნელოვანი დამახასათებელია. შენობებს აქვთ მკვეთრი, სუფთად გამოკვეთილი ხაზები.

კუბისტური შენობები ხშირად მიზნად ისახავს იყოს წარმოებული, როგორც ასაწყობი ნაგებობება. ფანჯრები, როგორც წესი, კუბის ან მართკუთხა ფორმის არის.

დომინირებს დახვეწილი ფერები. ძირითადად ერთი ან ორი ფერი, რომელიც სადა დიზაინს ხაზს უსვამს.

Page 12: Kubism

Raymond Duchamp-Villon, 1912, Projet d'hôtel,

Maquette de la façade de la Maison Cubiste (Cubist

House), reproduced in Les Peintres Cubistes, 1913