ძველბერძნული ისტორიოგრაფია...

Preview:

DESCRIPTION

ბერძენი ისტორიკოსების შესახებ არსებული ცნობები. მე–10 კლასის საგაკვეთილო მასალა.

Citation preview

ძველბერძნული ისტორიოგრაფია.

(ჰეროდოტე. თუკიდიდე.)

ავტორი: ფიქრია სიდამონიძე

რუსთავი.

სსიპ N 13 საჯარო სკოლა.

ჰეროდოტე დაიბადა ჰალიკარნასში .ცხოვრობდა და მოღვაწეობდა

 ძვ. წ. 484 – ძვ. წ. 425 წ.წ. ის იყო

ძველი ბერძენი ისტორიკოსი. დასავლეთის კულტურაში

საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც „ისტორიის მამა“.

ის იყო პირველი ისტორიკოსი, რომელიც

მასალას სისტემატურად აგროვებდა.

ამოწმებდა მათ აკურატულობას შესაძლებლობის ფარგლებში.

ახარისხებდა მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით.

ჰალიკარნასი – თანამედროვე ქალაქი ბოდრუმი თურქეთში, ეგეოსის და

ხმელთაშუა ზღვების გადაკვეთის ადგილზე

როგორი იყო ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობა?

ქალაქში მდებარეობდა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი – მეფე მავსოლეს საფლავი ე.წ. ჰალიკარნასის მავზოლეუმი, რომელიც აიგო ჯერ კიდევ ჰეროდოტეს დაბადებამდე, ძვ.წ. VI საუკუნეში.

ჰეროდოტე ბევრს მოგზაურობდა.

ის აგროვებდა ინფორმაციებს სხვადასხვა ხალხისა და ქვეყნის შესახებ, მათ შორის, ქართველების შესახებ. ქართველებზე ჰეროდოტე გვამცნობს, რომ ისინი თურმე დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ მისი თანამედროვე სპარსეთის იმპერიის მე–18 და მე–19 სატრაპიაში.

სატრაპია – მსხვილი ტერიტორიულ – ადმინისტრაციული ოლქი აქემენიდური სპარსეთის სახელმწიფოში.

ჰეროდოტეს მიერ შექმნილი რუკა ძვ. წ. 450 წ.

მისი თხზულება “ისტორია” ეხება ძვ.წ. 490–ძვ.წ. 441 წ. წარმოებულ ბერძენ–სპარსელთა ომებს. “ისტორია” დაყოფილია 9 წიგნად, რომლებსაც მუზების სახელები ჰქვიათ.მუზები – ძველ ბერძნულ მითოლოგიაში იყვნენ ზევსისა და ტიტანიდი მნემოსინეს (მეხსიერების ქალღმერთის) 9 ქალიშვილი,რომელთაგან ყოველი დაჯილდოებული იყო სიმღერისა და ცეკვის ნიჭით. ეს მუზა-ქალღმერთები ყველა დროის პოეტების შთაგონების წყარო იყვნენ,  ჰქონდათ წარსულის აწმყოსა და მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭი და იყვნენ პოეზიის, მეცნიერების და ხელოვნების მფარველები.

ძველბერძნული ფარი, რომელზეც გამოსახულია ჰოპლიტი მეომრის და სპარსელი მეომრის შერკინების სცენა.

როგორც თავად ამბობდა, ჰეროდოტეს ნაშრომის

მთავარი მიზანი:

1. დავიწყებას არ მიეცეს წარსული, ადამიანთა დიდი საქმეები.

2. დადგინდეს მოვლენათა მიზეზები, რისთვისაც იგი სპეციალურ კვლევას

ატარებს.

ჰეროდოტე მოგვიანებით ხელოვნების ნიმუშებში უკვდავჰყვეს მისი საქმეების გამო.

ჰეროდოტეს გამოსახულება პარიზში, ლუვრის კედელზე.

1806 წ. ჰეროდოტეს ძეგლი

თანამედროვე ბოდრუმში

თუკიდიდემისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ ის დაიბადა დაახლოებით ძვ.წ. 465–455 წლებს შორის და გარდაიცვალა ძვ.წ. 400–395 წლებს შორის. ის გახლდათ ბერძენი   წარმოშობით ათენიდან. ის იყო წარჩინებული და მდიდარი ოჯახის შვილი. "ისტორიის მამის" -ჰეროდოტეს კოლეგა და უმცროსი თანამედროვე.

როგორი იყო ათენის გეოგრაფიული მდებარეობა?

თანამედროვე ქალაქი ათენი –საბერძნეთის დედაქალაქი

ათენის აკროპოლისი – თანამედროვე საბერძნეთის ტურიზმის ერთ–ერთი კერა.

თუკიდიდე იბრძოდა პელოპონესის ომში (ძვ. წ. 431-404). იყო სტრატეგოსი და ათენელთა ფლოტის მეთაური თრაკიის სანაპიროს დაცვისას. დამარცხების შემდეგ (სპარტელებმა მიიტაცეს ამფიპოლისი) ძვ. წ. 424, ათენელებმა კი იგი სამშობლოდან გააძევეს 20 წლით. ექსორიაში ყოფნის დროს თუკიდიდე თავის მამულში -თრაკიაში შეუდგა თხზულების - "ისტორიის" წერას. თხზულება შედგება 8 წიგნისაგან და ეძღვნება პელოპონესის ომების იატორიას. პირველი წიგნი, ე. წ. "არქეოლოგია", როგორც შესავალი ნაწილი, მიმოიხილავს საბერძნეთის ისტორიას უძველესი დროიდან პელოპონესის ომამდე. თხრობა წყდება ომის დაწყებიდან მე-20 წლის (ძვ. წ. 411) ამბებით; ჩანს, ავტორს სიკვდილმა მოუსწრო და თხზულება დაუმთავრებელი დარჩა.

პელოპონესის ომი — ომი ათენისა და სპარტას გარშემო დაჯგუფებულ პოლისებს –დელოსისა და პელოპონესის კავშირებს შორის. ომი განაპირობა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ხასიათის მიზეზებმა, აგრეთვე, ათენსა და სპარტას შორის მეტოქეობამ საბერძნეთში ჰეგემონიისათვის.

გმადლობთ, ყურადღებისათვის!