23
მმმმმმმმმმ მმმმმმ 1 სსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსს

მათემატიკა ლექცია 1

Embed Size (px)

DESCRIPTION

მათემატიკა ლექცია 1. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი გიორგი მიხელიძე. მათემატიკა - მოკლე სილაბუსი. ნატურალური, ირაციონალური, ნამდვილი რიცხვები კოორდინატთა სისტემა პროპორცია, პროცენტი ფუნქცია და მისი გრაფიკი (წრფივი, კვადრატული) წრფივი, კვადრატული განტოლება წრეწირი, სამკუთხედი - PowerPoint PPT Presentation

Citation preview

Page 1: მათემატიკა  ლექცია 1

მათემატიკა ლექცია 1

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

გიორგი მიხელიძე

Page 2: მათემატიკა  ლექცია 1

ნატურალური, ირაციონალური, ნამდვილი რიცხვები კოორდინატთა სისტემა პროპორცია, პროცენტი ფუნქცია და მისი გრაფიკი (წრფივი, კვადრატული) წრფივი, კვადრატული განტოლება წრეწირი, სამკუთხედი ფართობის გაანგარიშება (სამკუთხედი, პარალელოგრამი, ტრაპეცია,

პირამიდა, ცილინდრი და ა.შ.) საშუალო არითმეტიკული, მოდა, მედიანა, საშუალო კვადრატული გადახრა

ლექტორი - გიორგი მიხელიძე e-mail: [email protected] სლაიდები, საკითხავი მასალა და სხვა საჭირო ინფორმაცია ატვირთული

იქნება ვებ გვერდზე: http://gmikhelidze.yolasite.com

მათემატიკა - მოკლე სილაბუსი

Page 3: მათემატიკა  ლექცია 1

ნატურალური რიცხვები - მთელი რიცხვები, ერთიდან უსასრულობამდე:

N = { 1; 2; 3; ...} 0 არ არის ნატურალური რიცხვი N - ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე

Z0 - მოიცავს N და 0

მათემატიკა - ლექცია 1

𝑵⊂ 𝒁𝟎

Page 4: მათემატიკა  ლექცია 1

შეკრება: ნატურალური რიცხვების ჯამი კვლავ ნატურალური რიცხვია (ეკუთვნის N-ს)

სხვაობა: თუ m<n, მაშინ m-n არ არის ნატურალური რიცხვი

გამრავლება: m*n=m+m…+m n-ჯერ m*0=0 თუ m*n=0, მაშინ ერთერთი მამრავლი

მაინც 0-ის ტოლია• გაყოფა: m:n არის რიცხვი (x), რომელიც

აკმაყოფილებს პირობას - n*x=m• 0-ზე გაყოფა არ განიმარტება• 9:2=? 4, ნაშთი 1 (4 ½)

მათემატიკა - ლექცია 1

Page 5: მათემატიკა  ლექცია 1

ახარისხება: mn m რიცხვის n-ური ხარისხი, სადაც m არის ფუძე, n ხარისხის მაჩვენებელი

mn=m*m*m… n-ჯერ (n≥2)

m1=m; m0=1

ǀ საფეხურის მოქმედებები: შეკრება, გამოკლება ǁ საფეხურის მოქმედებები: გამრავლება, გაყოფა ǀǀǀ საფეხურის მოქმედებები: ახარისხება

პირველ რიგში სრულდება უფრო მაღალი საფეხურის მოქმედება!

23+6:3-1=?

მათემატიკა - ლექცია 1

Page 6: მათემატიკა  ლექცია 1

შეკითხვები? არის თუ არა ყოველთვის რიცხვი

ნატურალური რომელიც მიიღება:• ნატურალური რიცხვების შეკრებით • ნატურალური რიცხვების გამოკლებით• ნატურალური რიცხვების გადამრავლებით• ნატურალური რიცხვების გაყოფით◦ ნატურალური რიცხვის ახარისხებით (ნატურალური

რიცხვით)

მათემატიკა - ლექცია 1

არის

არის

არის

არა

არა

Page 7: მათემატიკა  ლექცია 1

მათემატიკა - ლექცია 1 ლუწი რიცხვები: 0, 2, 4, 6, ... კენტი რიცხვები: 1, 3, 5, ...

რომელი რიცხვი იყოფა უნაშთოდ:◦ 2-ზე - რიცხვი, რომელიც ლუწი ციფრით ბოლოვდება◦ 3 - რომლის ციფრთა ჯამი იყოფა 3-ზე◦ 4 - ბოლო 2 ციფრით შედგენილი რიცხვი უნდა იყოფოდეს

4-ზე (სამციფრა ან მეტციფრა რიცხვებისთვის)◦ 5 - უნდა ბოლოვდებოდეს 5-ით ან 0-ით

Page 8: მათემატიკა  ლექცია 1

n ნატურალური რიცხვი არის m ნატურალური რიცხვის გამყოფი თუ m იყოფა n-ზე უნაშთოდ

ყველა ნატურალური რიცხვი იყოფა თავის თავზე და 1-ზე

მარტივი რიცხვები - აქვს მხოლოდ 2 გამყოფიმაგალითად: 2, 3, 5, 7, 11, 13, 17, 19...

შედგენილი რიცხვები - აქვს 3 ან მეტი გამყოფი მარტივ მამრავლებად დაშლა - გავყოთ უმცირეს გამყოფზე,

მიღებული რიცხვი კვლავ გავყოთ უმცირეს გამყოფზე და ა.შ. სანამ არ მივიღებთ 1-სმაგალითი: დაშალეთ 36

მათემატიკა - ლექცია 1

Page 9: მათემატიკა  ლექცია 1

საერთო გამყოფი - ორი ან მეტი ნატურალური რიცხვის საერთო გამყოფი არის ნატურალური რიცხვი, რომელზეც თითეოული მათგანი იყოფა უნაშთოდ

24 და 36 - საერთო გამყოფები? უდიდესი საერთო გამყოფი?

ნატურალური რიცხვის (მაგ:n) ჯერადი - რიცხვები, რომლებიც აღნიშნულ რიცხვზე (n) იყოფა◦ მაგალითად: 3-ის ჯერადი რიცხვებია 6, 18

7-ის ჯერადი რიცხვებია 14, 21 უმცირესი საერთო ჯერადი: უმცირესი ჯერადი, რომელიც

თითოეულ რიცხვზე უნაშთოდ იყოფა◦ მაგალითად: 2, 4, 6 რიცხვების უმცირესი საერთო ჯერადი?

◦ როგორ ვიპოვოთ? დავშალოთ თითოეული რიცხვი მარტივ მამრავლებად. ამოვწეროთ პირველი რიცხვის მამრავლები,მივუწეროთ მეორე რიცხვის განსხვავებული მამრავლები და ა.შ.შემდეგ გადავამრავლოთ მიღებული მარტივი მამრავლები

მათემატიკა - ლექცია 1

12

Page 10: მათემატიკა  ლექცია 1

უარყოფითი რიცხვები: -1, -2, -3 ... მოპირდაპირე რიცხვები: 1 და -1, 3 და -3 ნატურალურ რიცხვებს, მათ მოპირდაპირე რიცხვებს და 0-ს

მთელი რიცხვები ეწოდება (აღინიშნება Z-ით)

-(-m)=m, ანუ 2 თუ გამოვაკლებთ -2, 2-(-2)=2+2 დადებითი ციფრები მეტია უარყოფითზე: 3>-4, 5>-

2... რაც უფრო დიდია დადებითი რიცხვი, მით პატარაა

მისი მოპირდაპირე რიცხვი: 5 არის 2-ზე დიდი, ანუ მისი მოპირდაპირე -5 არის -2-ზე პატარა: -5<-2

მათემატიკა - ლექცია 1

𝑵⊂ 𝒁

Page 11: მათემატიკა  ლექცია 1

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება:5-2=(-2)+5=3 [და არა 5-2=2-5]

ორი დადებითი რიცხვის ნამრავლი დადებითია დადებითი და უარყოფითი რიცხვის ნამრავლი უარყოფითია ორი უარყოფითი რიცხვის ნამრავლი დადებითია ნებისმიერი რიცხვის 0-ზე ნამრავლი უდრის 0-ს

◦ m x (-n)= - (m x n) = -mn; (-m) x (-n) = -(-mn) = mn◦ m : (-n) = (-m) : n = -(m : n)

მათემატიკა - ლექცია 1

Page 12: მათემატიკა  ლექცია 1

3 : 7 = ? არ არის ნატურალური რიცხვი, საჭიროა განვმარტოთ რა არის წილადი◦ 1/n 1-ის n-ური ნაწილი, ანუ 1 არის n ნაწილად დაყოფილი

m მრიცხველია, ხოლო n მნიშვნელი m/n დაყოფილია n ნაწილად და აღებულია ასეთი m რაოდენობის

ნაწილი◦ 3 : 7 = 3/7 1 დაყოფილია 7 ნაწილად და აღებულია 3 ასეთი ნაწილი, ანუ 3/7

წესიერი წილადი: 2/5 რადგან 2<5 (ანუ რიცხვი 1-ზე ნაკლებია) არაწესიერი წილადი: 6/5 რადგან 6>5 (ანუ წილადი 1-ზე მეტია) 5/5

ასევე არაწესიერი წილადია წილადი n/m წესიერია თუ n<m და არაწესიერია თუ n≥m

მათემატიკა - ლექცია 1

Page 13: მათემატიკა  ლექცია 1

10/5=? თუ m უნაშთოდ იყოფა n-ზე, ვიღებთ ნატურალურ რიცხვს: 10/5=2

5/2=? უნაშთოდ არ იყოფა! შეგვიძლია◦ წარმოვადგინოთ შერეული რიცხვის სახით (2 ½)◦ როგორ წარმოვადგინოთ შერეული რიცხვი წილადის

სახით? მაგალითი:

◦ ანუ მთელი რიცხვი (3) გავამრავლეთ წილადის მნიშვნელზე (2) და დავუმატეთ წილადის მრიცხველი (1) - მივიღეთ ახალი წილადის მრიცხველი (7). მნიშვნელი უცვლელი რჩება (7/2)

მათემატიკა - ლექცია 1

312 = 3∗2+ 12 = 72

Page 14: მათემატიკა  ლექცია 1

როგორ შევადაროთ წილადები? ◦ თუ მნიშვნელი ერთი აქვთ, ის წილადია დიდი, რომლის

მრიცხველიც მეტია: 3/7>1/7◦ თუ მრიცხველი ერთია, ის წილადია დიდი, რომლის მნიშვნელიც

ნალკებია: 3/4>3/10 3/4 და 7/9 რომელია მეტი? თუკი წილადის მრიცხველს და მნიშვნელს გავამრავლებთ ან

გავყობთ ერთსა და იმავე (0-ისგან განსხვავებულ) რიცხვზე, წილადის სიდიდე არ შეიცვლება:

იმისათვის რომ შევადაროთ 3/4 და 7/9 საჭიროა გაერთმნიშვნელიანება

მათემატიკა - ლექცია 1

34 = 3∗24∗2 = 68 1012 = 10:212:2 = 56

Page 15: მათემატიკა  ლექცია 1

3/4 თუ 7/9?

◦ ახლა შედარება ადვილია: 27/36<28/36 ანუ 3/4<7/9

როგორ შევკრიბოთ ერთმნიშვნელიანი წილადები: უბრალოდ, უნდა დავაჯამოთ მრიცხველები, მნიშვნელი იგივე დარჩება:

3/4 + 1/8? გავაერთმნიშვნელიანოთ!

ან

34 = 3∗94∗9 = 2736 79 = 7∗49∗4 = 2836

79+ 19 = 7+ 19 = 89

34+ 18 = 3∗24∗2+ 18 = 68+ 18 = 78 34+ 18 = 3∗84∗8+ 1∗48∗4 = 2432+ 432 = 2832 = 78

Page 16: მათემატიკა  ლექცია 1

წილადების გამრავლება: მრიცხველი გადავამრავლოთ მრიცხველზე, ხოლო მნიშვნელი მნიშვნელზე◦ 2/3 x 4/5 = 8/15

წილადების გაყოფა - იგივეა, რაც გასაყოფი წილადის გამრავლება გამყოფის შებრუნებულ წილადზე◦ 2/3 : 3/4 = 2/3 x 4/3 = 8/9

როგორ შევკრიბოთ, გადავამრავლოთ ან გავყოთ შერეული წილადები? საჭიროა შერეული წილადი გადავაქციოთ არაწესიერ წილადად და შემდგომ

შევასრულოთ მოქმედება!• მაგალითი?

• ყველა წილადს m/n - სადაც m მთელი რიცხვია, ხოლო n ნატურალური რიცხვი, რაციონალური რიცხვები ეწოდებათ და აღინიშნება Q სიმბოლოთი.

მათემატიკა - ლექცია 1

Page 17: მათემატიკა  ლექცია 1

ათწილადი - წილადი, რომლის მნიშვნელიც არის 10n (10, 100, 1000...) ათწილადად გამოსახვისათვის საჭიროა მძიმით გამოვყოთ იმდენი

ციფრი, რამდენი ნულიცაა მნიშვნელში:◦ 23/10=2,3 23/100=0.23

ათწილადების შეკრება სრულდება მთელი რიცხვების მსგავსათ:◦ 1,5 + 3,2 = 4,7

ათწილადების გადასამრავლებლად საჭიროა გადავამრავლოთ რიცხვები ისე, როგორც მთელი რიცხვები, შემდგომ კი მძიმე გამოვყოთ იმდენი ნიშნით, რამდენი ათწილადი ნიშანიცაა ორივე თანამამრავლში ერთად:◦ 1,5 x 0.3 = 0.45

ათწილადების გაყოფა: 0,5 : 0,02 = 50 : 2 = 25 გამყოფი ვაქციეთ მთელ რიცხვად (გადავიტანეთ მძიმე მარცხნივ), ხოლო გასაყოფის მძიმე გადავიტანეთ იმავე რაოდენობით მარჯვნივ, შემდეგ შევასრულეთ გაყოფა

მათემატიკა - ლექცია 1

Page 18: მათემატიკა  ლექცია 1

უსასრულო ათწილადი - 7/9 = 0.77777... პერიოდული ათწილადი - უსასრულო ათწილადი, რომლის ერთი ან რამოდენიმე ციფრი უცვლელად

მეორდება უსასრულოდ (7/9=0.77...)

ყველა სასრული ათწილადი, ასევე პერიოდული ათწილადი შესაძლოა წარმოვადგინოთ წილადის სახით, მაშასადამე ისინი ეკუთვნიან რაციონალურ რიცხვებს!

კვადრატის 1 გვერდი 2 სმ-ია. რა არის მისი ფართობი? კვადრატის ფართობი 2 სმ2-ია, რას უდრის კვადრატის გვერდი?

◦ აღნიშნული რიცხვი წილადით არ გამოისახება, შესაბამისად ირაციონალური რიცხვია.

რაციონალურ და ირაციონალურ რიცხვთა სიმრავლეების გაერთიანებას ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე ეწოდება და აღინიშნება R სიმბოლოთი

მათემატიკა - ლექცია 1

ξ2 = 1.41421356

Page 19: მათემატიკა  ლექცია 1

1. დალაგების თვისებები◦ ა) ან a=b ან a<b ან a>b◦ ბ) თუ a<b, მოიძებნება ისეთი რიცხვი, რომ a<c<b

2. შეკრების თვისებები◦ ა) a+b=b+a◦ ბ) (a+b)+c=a+(b+c)◦ გ) თუ a=b, მაშინ a+c=b+c

3. გამრავლების თვისებები◦ ა) ab=ba◦ ბ)(ab)c=a(bc)◦ გ) თუ a=b, მაშინ ac=bc◦ დ) (a+b)c= ac +bc◦ ე) a x 1/a = 1 (a≠0)

მათემატიკა - ლექცია 1

Page 20: მათემატიკა  ლექცია 1

რიცხვითი წრფე რიცხვითი შუალედები მართკუთხა კოორდინატთა სისტემა

განხილული იქნება ლექციაზესაკითხავი მასალა: ს.თოფურია, &9

მათემატიკა - ლექცია 1

Page 21: მათემატიკა  ლექცია 1

რიცხვის მოდული, ეს არის რიცხვის აბსოლიტური მნიშვნელობა - უდრის a-ს, თუკი იგი დადებითია და უდრის -a, თუკი უარყოფითია. მაგალითად:

ორი რიცხვის ჯამის მოდული არ აღემატება ამ რიცხვების მოდულების ჯამს

ორი რიცხვის მოდულების სხვაობის მოდული არ აღემატება ამ რიცხვების სხვაობის მოდულს

ორი რიცხვის ნამრავლის მოდული უდრის ამ რიცხვების მოდულების ნამრავლს მაგალითები?

მათემატიკა - ლექცია 1

ȁ�𝑎ȁ� ȁ�3ȁ�= 3 ȁ�−3ȁ�= 3

Page 22: მათემატიკა  ლექცია 1

შეკითხვები?

• ნატურალური რიცხვები?• მთელი რიცხვები?• რაციონალური რიცხვები?• ირაციონალური რიცხვები?• ნამდვილი რიცხვები?

• მარტივი? შედგენილი? საერთო გამყოფი? ჯერადი?

• როგორ შევადაროთ წილადები?• როგორ შევკრიბოთ წილადები?• როგორ გადავამრავლოთ წილადები?• როგორ შევასრულოთ იგივე მოქმედებები ათწილადებისთვის?

მათემატიკა - ლექცია 1

Page 23: მათემატიკა  ლექცია 1

დავალება:◦ გაარჩიეთ სლაიდები◦ ს. თოფურია 1-10& - წასაკითხად◦ სავარჯიშოები 1.1-1.6 დავალება უნდა შესრულდეს ორშაბათამდე

შემდეგი ლექცია: 19 ოქტომბერი, 11.00 საათი

აუდიტორია 202

მათემატიკა - ლექცია 1