1
სამყარო ადრეული ეპოქები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქა- რთველოს მუზეუმის ნუმიზმატიკურ ფონდში 100 000-მდე მონე- ტაა დაცული. მათგან უმრავლესობა აღმოჩენილია საქართველოში, რომელიც სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერაა. პირველი მონეტა, “კოლხური თეთრი”, აქ ძვ. წ. VI საუკუნეში მოიჭრა. 1944 წელს ნუმიზმატებმა აკადემი- კოს გიორგი წერეთელს ექსპერტი- ზაზე სპილენძის მონეტა მიუტანეს. წერეთელმა მონეტაზე უცნობი ზარაფხანის – დმანისის სახელი ამოიკითხა. ეს დიდი აღმოჩენა იყო. აშკარა გახდა, რომ ქალაქ დმანის- ში არსებობდა ზარაფხანა, რომლის შესახებაც მანამდე არანაირი ცნობა არ იყო. ფაქტი, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ამ ქალაქის, როგორც შუა საუკუნეების საქართველოს, დიდ სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრის მნიშვნელობას. 1245 წელია. საქართველო მონ- ღოლთა ხელშია და რუსუდან დედო- ფალი (1223-1245) დმანისს აფარებს თავს. სამეფო ტახტს ორი პრეტენ- დენტი ჰყავს: დავით რუსუდანის ძე (ნარინი) და დავით გიორგი IV ლაშას ძე (ულუ). ორივე უფლისწული ყაენის კარზეა და ტახტზე რომელიმეს დამ- ტკიცებას ელის. დედოფალმა იცის რა არის მისი ვაჟის ლეგიტიმაციის- თვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და დავით ნარინის სახელით ამავე წელს მონეტას ჭრის ავერსზე წარწერით: “მსოფლიოს მფლობელის ყაენის მო- ნა დავით მეფე”. წარწერა ზუსტად ასახავს ვითარებას – საქართველოში მონღოლები ბატონობენ. მუზეუმის ნუმიზმატიკური კაბი- ნეტის პირველი გამგის, პროფესორ თამარ ლომოურის (1883-1965) მო- საზრებით, ადგილობრივ ემისიაში ჩაურევლობით, მონღოლები აღია- რებდნენ საქართველოს სუვერენი- ტეტს. – მაია პატარიძე ყაენის მონა დავითი ზემოთ: დავით ნარინი, გელათი. ქვემოთ: 1245 წელს დმანისის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა. ავერსი: (მონეტა მარცხნივ) ცენტრში მთავრული ასო დონისა და თანის შეწიაღებული დაქარაგმება დავითის სახელს აღნიშნავს. ირგვლივ არაბულად მოთავსებულია ზედწერილი: მსოფლიოს მფლობელის ყა ენის მონა დავით მეფე. რევერსი (მონეტა მარჯვნივ): არაბ. – „ქალაქსა დმანისს, ხანგრძლივ ჰყოს იგი ღმერთმან, [წელსა] ექვსას ორმოცდა ორსა“ (ჰიჯრით; შეესაბ. 1245 წ.) ფოტო (მონეტები): მირიან კილაძე ფოტო (დავით ნარინი; გელათი): გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის მუზეუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმი და NATIONAL GEOGRAPHIC საქართველო 2015 წლის ბოლომდე გეგმავენ რუბრიკა “სამყაროში” რვა სტატიის გამოქვეყნებას მუზეუმში დაცული მონეტების შესახებ.

ყაენის მონა დავითი

Embed Size (px)

DESCRIPTION

ჟურნალი ,,National Geographic საქართველო". მაისი 2015:1944 წელს ნუმიზმატებმა აკადემიკოსგიორგი წერეთელს ექსპერტიზაზე სპილენძის მონეტა მიუტანეს. წერეთელმა მონეტაზე უცნობიზარაფხანის – დმანისის სახელიამოიკითხა. ეს დიდი აღმოჩენა იყო.აშკარა გახდა, რომ ქალაქ დმანისშიარსებობდა ზარაფხანა, რომლისშესახებაც მანამდე არანაირიცნობა არ იყო. ფაქტი, კიდევერთხელ, ხაზს უსვამს ამ ქალაქის,როგორც შუა საუკუნეების საქართველოს, დიდ სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრის მნიშვნელობას.

Citation preview

  • . - 100 000- - . , - . , , . . VI .

    1944 . . . , , . , , , , .

    1245 . (12231245) . : () IV (). . : . .

    , (18831965) , , .

    : , .: 1245 . : ( ) . : . ( ): . , , [] (; . 1245 .)

    (): ( ; ): .

    . NATIONAL GEOGRAPHIC 2015 .