47
მმმმმ მმმმ მმმმმმმ (მმმმმმმმმ) (1837-1907) (მმმმმმმმმმმ მმმმმმმ) წწწწწწ წწწწ წწწწწწწ (წწწწწწწწწ) წწწწწწწ წწწწწწწწ, წწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწ, წწწწწ წწწ წწწწწ წწწწწწწ წწწ წწწწწ წწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწწწწ. 1848 წ. წწწწწწწწ წწწწწწწწ, წწწწწწწწწწწწწწწწწ, წწწწწ 1851 წწწწწწ წწწწწწწწწ. წწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწწ. 1857 წ. წწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწ წწწწწ, წწწწწ წწწწ წწწწ წწწწწწწ (1857-61). წწ წწწწწ წწწწწ წწწწ წწწწ წწწწწწწ წწწწწ, წწწწწწ წწწწწწწწწწ წ წწ წწწწწწწწწ, წწწწწწწწწწწ წწ წწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწ. წწ წწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწ წწ წწწწწწწწწ, წწწწწწწწ წწ წწ წწწწწწწწწწწწწწწწ, წწწწწწწწწწ. წწ წწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწ წწ წწწწწ წწწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწ წწწწწწწწწწწწ, წწ წწწწწწ წწწწწწწწ წწწწწ წწწწწ XIX წ-წწ წწწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწ წწწწწწწწწწწწწწწწწწწ: წწწწწ „წწწწწწწ“ (1859), წწწწწ „წწწწწწწწ წწწწ“ (1860), წწწწწ „წწწწ წწწწწწ“ (1860), წწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწ-წწწწწწწწწწწწწწწწწწ წწწწწწ წწ წწ წწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ.წწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწ, წწწწწწ, წწწწწწწწწ, წწწწწწწწ, წწწწწწ, წწწ წწწწწწ წწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ. წწწწწწ წწწწწწწწწწ წწწ წწწწწწ წწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწ წწწ: „წწწწწწწწწწ“, „წწწწწწწწ წწწწწ“, „წწწწ წწწწწწწწწ“ (წწწწწწ 1858 წ.), „წწწწ“ (1859), „წწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწ“, „წწწწ“, „წწწწწწწწ“ (წწწწწწ 1860 წ.) წწ წწწწწწწ წწწწ. წწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწ წწწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწ: „წწწწწწ წწწწწწწწ“ (I- VI წწწწწწ), წწწწწწ წწწწწწწწწწ „წწწწწ-წწწწწწწწ?!“, წწწწწწწ წწწწწწ, წწწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწ წწწწ. 1893 წ. წწწწ წწწწწწწ წწწწწწ „წწწწწწწწწწწ წწწწწწწ“, 1877 წ. -

дшлф.doc

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: дшлф.doc

მინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) (1837-1907)

(ბიოგრაფიული ცნობები)

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) დაიბადა ყვარელში, გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ძველი საქართველოს ისტორიული ტრადიციები. 1848 წ.  მიაბარეს თბილისში, რაევსკისპანსიონში, სადაც 1851 წლამდე სწავლობდა. შემდეგ შევიდა გიმნაზიაში. 1857 წ. ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ოთხი წელი ისწავლა (1857-61).

ამ ოთხმა წელმა დიდი როლი ითამაშა ილიას, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ჩამოყალიბებაში. სწავლობდა საქართველოს ისტორიას და მწერლობას, ევროპისა და რუსეთისლიტერატურას, ფილოსოფიას. ამ პერიოდში შექმნა ეროვნული და ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომლებიც აღმავალი ეტაპი გახდა XIX ს-ის ქართული ლიტერატურისა და აზროვნებისისტორიაში: პოემა „აჩრდილი“ (1859), პოემა „ქართველი დედა“ (1860), პოემა „კაკო ყაჩაღი“ (1860), რომლებიც მძაფრი ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებითა და სოციალური პრობლემებითაა განმსჭვალული.იმავე პერიოდში თარგმნა შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებები. დაწერა პროგრესული სოციალური და ეროვნული იდეალებითა და სიახლეებით აღბეჭდილილექსები: „გუთნისდედა“, „ქართვლის დედას“, „ჩემი თარიარალი“ (სამივე 1858 წ.), „ნანა“ (1859), „ქართველი სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860 წ.) და მრავალი სხვა. ამავე ხანებში დაწერილიილიას მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები: „გლახის ნაამბობი“ (I-VI თავები), ესკიზი მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, მრავალი წერილი, რომლებშიც ნათლადაა ჩამოყალიბებული მწერლობისა დახელოვნების დანიშნულება და არსი.

1893 წ. ილია აარსებს ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“, 1877 წ. - „ივერიას“, რომლებიც საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთ ძირათად ცენტრად იქცა.

ილია თავის პუბლიცისტურ წერილებში, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნული ბურჯის - ქართული ენის დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზესწავლების, სახალხო სკოლების ქსელის ზრდის მოთხოვნებს.

Page 2: дшлф.doc

მთელი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ილია დიადი მიზნის განხორციელებას - ქართველი ხალხის ერთიანობას, ეროვნული და სოციალური თვითშეგნების გამოცოცხლებას და ამაღლებას, ეროვნული დასოციალური თავისუფლების დამკვიდრებას უმსახურებოდა.

შეუძლებელია ერისა და ქვეყნის წინაშე ილია ჭავჭავაძის ყველა დამსახურების ჩამოთვლა. XIX ს-ში რომ საქართველოს ის არ მოვლენოდა, უკუღმა წარიმართებოდა ჩვენი ქვეყნის ისედაც გაუკუღმართებული ბედი.ძნელი იქნებოდა ამ ეროვნული დვრიტის გაღვივება და აღმოცენება, რომლის გარეშეც ერი ერი არ არის და ქვეყანა - ქვეყანა. ალბათ ამან გააღიზიანა და გადარია ბნელი ძალები, შინაური და გარეული, და 1907 წ.სიცოცხლე მოუსწრაფეს ერის მამას. თავისი ერის სიყვარულისა და მსახურებისთვის არსად მწერალი არ მოუკლავთ. ეს სირცხვილი საუკუნეების მანძილზე გაგვყვება!

წმინდა ილია მართალი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

day, may 25, 2010

ბიოგრაფია

ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წელს, 27 ოქტომბერს, კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი წინაპრები კახეთის

მკვიდრნი ყოფილან, პოეტის სოფელ ყვარელი გადაჰყურებს, მდინარე ალაზანს, რომელიც წარმოადგენს

საქართველოს მშვენებას.

ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში მე-15 საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე დიდის დროიდან

მოიხსენიება, გადმოცემების მიხედვით, ილიას წინაპრები - ჭავჭავაძიანთა ერთი მთავარი შტო - ისტორიული

კახეთის მთიულეთის (ერწო - თიანეთი ფშავ - ხევსურეთით) უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი მე-16 საუკუნის

დამდეგს, ლევან პირველის მეფობის დროს, სახელდობრ 1529 წელს კახეთის ბარში, ალაზნის გაღმა მხარეში,

ყვარელშილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და

მამაცბისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე პირველს თავადობაც მათთვის აქ უბოძებიათ 1726 წელს.

კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად” - წინანდლისა და ყვარლისა.

ილია ყვარელის ჭავჭავაძეების შთამომავალია. პოეტის პაპა პაატა ბესპაზის ძე ერეკლე მეორისა და

საქართველოს უკანასკნელი მეფის - გიორგი მე-13-ის დროს გამოჩენილი პირი ყოფილა.

ერეკლე მეფის დროს პაატა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მოიხსენიება, როგორც მონაწილე ექსპედიციისა იმერეთში

1788 წელს, როდესაც ერეკლემ იმერეთის მეფედ დასვა თავისი შვილიშვილი სოლომონ მეორე.

1798 წელს, როდესაც გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პატარა კახი და როგორც ხალხური ლექსი ამბობს

Page 3: дшлф.doc

- ,,საქართველოს შეეხსნა რკინის კარები”, - პაატა იყო ერეკლეს დამტირებელთა შორის, ქართლ - კახეთის სხვა

წარმომადგენლებთან ერთად, ჩამოუსვენებია ერეკლეს ცხედარი თელავიდან მცხეთაში, სადაც იგი მიაბარეს

სამშობლოს მიწას საქართველოს ძველ დედაქალაქში.

პაატას ხუთი ვაჟი ჰყოლია: სვიმონი, გარსევანი, ალექსანდრე, გრიგოლი (მამა ილიასი) და იოსები. ამათგან

გრიგოლის ძმები იოსების გარდა მტრის ტყვიით განგმირულან (იოსები მათ შორის საერთოდ არაა

მოხსენებული). პოეტის მამა - გრიგოლი, ერთ ხანად სამხედრო სამსახურში ყოფილა ოფიცრად, მაგრამ

ოსმალეთთან ომის დამთავრების შემდეგ იგი ბრუნდება საქართველოში და ირთავეს ქრისტეფორე ბებურიშვილის

ქალს მარიამ (მაგდანე) ბებურიშვილს.

ილიას გამდელის სალომე ლოლიძის მოგონებით, ილიას დედა სახით ლამაზი დედაკაცი იყო. გრიგოლს და

მარიამს სულ ექვსი შვილი ჰყოლიათ: ოთხი ვაჟი და ორი ასული.

ილიას დედა სრულიად ახალგაზრდა, 30 წლის ასაკში გარდაცვლილა. ილიას მამა გრიგოლმა ობლების აღზრდა

მიანდო თავის დას მაკრინეს, რომელიც გათხოვილი იყო ივანე არაგვის ერისთავზე, რომელიც ამ დროს

დაქვრივებული იყო.

ალ. ყიფშიძის გადმოცემით წერა - კითხვა ილიამ ოჯახში შეისწავლა, აგრეთვე განსაკუთრებული წვლილი

შეუტანია წერა - კითხვის შესწავლაში სოფლის მთავარ დიაკონს, რომელიც სამი წელი ასწავლიდა თანასოფლელ

გლეხის შვილებთან ერთად.

1845 წელს, 8 წლის ილია მშობლებმა მიაბარეს სოფლის საშინაო სკოლაში ადგილობრივ მთავართან, რომელიც

ილიას თქმით იყო პატრიარქალური ხალხური სკოლა.

1848 წელს ილია მამამ სწავლის გასაგრძელებლად თბილისში წაიყვანა და მიაბარა იმ დროს განთქმულ

რაევსკისა და ჰაკეს პანსიონში, სადაც 4 წელიწადს სწავლობდა, შემდეგ თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში

მიიღეს. თბილისის გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების შემდეგ 1857 წელს, ილია ჭავჭავაძე რუსეთში

მიემგზავრება, სადაც შედის პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე,

რომელიც იძლეოდა ეკონომიკურ - ფინანსური და ადმინისტრაციული დარგების ცოდნას. ილია გატაცებით

დაეწაფა ახალს და გაბედულად შეუდგა ძველის, დრომოჭმულის კრიტიკას. 1861 წელს პეტერბურგის

უნივერსიტეტში არეულობა დაიწყო. ჭავჭავაძე იძულებული შეიქმნა, მიეტოვებინა სწავლა და სამშობლოში

დაბრუნებულიყო.

1863 წლის 21 აპრილს ილია დაქორწინდა, ცოლად შეირთო ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი.

1864 წელს ილია სამსახურს იწყებს დასავლეთ საქართველოში (იმერეთში), ქუთაისის გენერალ გუბერნატორის

ცალკე მინდობილობათა მოხელედ, ილიას დავალებული ჰქონდა, გაერკვია მემამულეთა და გლეხთა შორის

Page 4: дшлф.doc

ურთიერთობა. საგლეხო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოში დაარსებული იყო თავად აზნაურთა

კომიტეტი, ილიამ მოითხოვა გლეხთა განთავისუფლება მიწიანად, რამაც თავად-აზნაურთა გულისწყრომა

გამოიწვია.

70-იანი წლების დასაწყისში ილიას რჩევით გადაწყდა საადგილმამულო ბანკის დაარსება, პეტერბურგში კი მისი

დამტკიცება კი ილიას მიანდეს. 1874 წელს შეძლო მან წესდების დამტკიცება და საქართველოში დაბრუნება.

1874 წელს 5 სექტემბერს ილია თავმჯდომარედ აირჩიეს და თანამდებობაზე - ილია 1905 წლის ივნისამდე - 30

წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა.

ლიტერატურული მუშაობისა და ბანკის ხელმძღვანელობის პარალელურად ილია მრავალმხრივ და

მრავალფეროვან მოღვაწეობას ეწეოდა. 1877 წლის მარტში ილიამ დაარსა ყოველკვირეული

ჟურნალი ,,ივერია”, რომელიც 2 წელს გამოდიოდა, შემდეგ გადაკეთდა ყოველთვიურ ჟურნალად, ხოლო 1886

წლიდან ,,ყოველდღიურ საპოლიტიკო და სალიტერატურო” გაზეთად.

1877 წელს ილია აირჩიეს საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების ვიცეპრეზიდენტად, 1881 წლამდე მუშაობდა

ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის არჩევით თანამდებობაზე, 1879 წლიდან

უცვლელად მუშაობდა ,,ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის

თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო დიმიტრი ყიფიანის წასვლის შემდეგ - 1885 წლიდან თავმჯდომარედ.

რა საქმისთვისაც არ უნდა მოეკიდა ხელი, ილია ჭავჭავაძე ყველგან და ყოველთვის მოწინავე თვალსაზრისს

გამოხატავდა.

1884 წლიდან ილიაზე დაწესებული იყო მკაცრი ფარული საპოლიციო მეთვალყურეობა, რომელიც სიცოცხლის

უკანასკნელ დღემდე არ შეწყვეტილა.

1905 წლის რევოლუციური აზვირთების დღეებში, როცა გურულების დასასჯელად გენერალ ალიხანოვ - ავარსკის

რაზმები იგზავნებოდა ილიამ გაილაშქრა რეაქციის წინააღმდეგ.

1906 წლის 9 მარტს თბილისის გუბერნიის თავად - აზნაურთა საგანგებო კრებამ ილია აირჩია სახელწიფო საბჭოს

ამომრჩევლად. მარტის ბოლოს ილია მიემგზავრება რუსეთში. 7 აპრილს მოწვეულ იქნა თავად - აზნაურთა კრება,

რომელიც ილიას სახელმწიფო საბჭოს წევრად ირჩევს.

ილია ცდილობდა სახელმწიფო საბჭოს მუშაობაში დემოკრატიზმი შეეტანა, ხალხის ინტერესები დაეცვა. ილიას

განზრახული ჰქონდა ფართო დასაბუთება მიეცა სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის. მას უნდოდა განეხილა

მრავალი საკითხი: ავტოკეფალიის, ავტონომიის აგრარული (მიწების მოწესრიგების) და სხვ.

ივლისის პირველ რიცხვებში ილია მეუღლითურთ საქართველოში დაბრუნდა.

Page 5: дшлф.doc

არტურ ლაისტი, რომელიც 1907 წლის 21 აგვისტომდე საგურამოში ილიასთან ერთად იყო, წერს: ,,დაღონებული

იყო, ემდუროდა სხეულის სისუსტეს... შევნიშნე ენერგიის სისუსტე და სიფიცხე, წინანდებურად არ ლაპარაკობდა,

ღიმილი მის სახეზე არ შემიმჩნევია, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ილია სევდასა და მოწყენილობას შეუპყრია.

პეტერბურგიდან ჩამოსვლის შემდეგ პოეტი თითქმის სულ საგურამოში იმყოფებოდა. 27 აგვისტოს საგურამოდან

წამოსვლისას, დაუბარებია - დღესვე საღამოს დავბრუნდებიო. ამ დროს სოფელში დარჩენილა მოურავი ჯაში,

რომელიც მკვლელობის გეგმას აზუსტებდა. იმ დღეს ჯაშმა ყველა ზომა მიიღო უკან დაბრუნებისას ილია

მოეკლათ, მაგრამ სამშაბათს და ოთხშაბათს ილია არ დაბრუნებულა, მაგრამ მკვლელებმა შეიტყვეს, რომ ილია

ხუთშაბათს, 30 აგვისტოს ბრუნდებოდა, ჯაშმა კი ყველა ზომა მიიღო მკვლელები ჩასაფრებულიყვნენ წიწამურის

ტყეში, მზად დახვედროდნენ ეტლის გამოჩენას.

30 აგვისტოს, ხუთშაბათს დილის 10 საათზე ილია და მისი მეუღლე იმავე ეტლით, რომლითაც ლაისტთან ერთად

სამი თვის წინ თბილისში ჩამოვიდნენ, საგურამოსკენ გაემგზავრნენ. დაახლოებით დღის პირველ საათზე ილია და

მისი მეუღლე მიულან წიწამურის წყაროსთან, სადაც მოურავი ჯაში უნდა შეხვედროდათ. ჯაში კი განზრახ არ

მისულა წყაროსთან, რომ მკვლელობაში უშუალოდ არ ჩარეულიყო. ილიას რამდენიმე წუთს მოუცდია, შემდეგ კი

განაწყენებულს უბრძანებია თედო ლაბაურისთვის ეტლი დაეძრა. ლაბაური მოსყიდული იყო. იცოდა, რომ 15 - 20

წუთის შემდეგ ილიას მოჰკლავდნენ.

1907 წლის 30 აგვისტო - წიწამურის ტრაგედიის დღე - უდიდესი სამგლოვიარო თარიღია ქართველი ერისა, ამ

დღეს წმინდა სისხლი დაიღვარა წიწამურში, არაგვთან, იმ არაგვთან რომელსაც ახალგაზრდობაში ეფერებოდა.

ილიას მკვლელობამ ქართველი ხალხი შეაძრწუნა. სამშობლო სულგანაბული უსმენდა თავისი გულის სამი დიდი

მესაიდუმლისა და ილიას ერთგული თანამებრძოლების აკაკის, ვაჟას და იაკობ გოგებაშვილის სიტყვებს.

აკაკი მწარედ დასტიროდა ილიას ცხედარს... თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, ამასთან ერთად შენც

უკვდავი იქნები და თუ სიკვდილი უწერია... მაშინ ნეტავი შენ!...

ილიას მკვლელებს, რომ შეეძლოთ საქართველოს მოკლავდნენ, თქვა ვაჟა ფშაველამ.

იაკობ გოგებაშვილი ილიას ტრაგიკულ აღსასრულს გამოეხმაურა ღრმა აღშფოთების გამომხატველი წერილით

- ,,შურისძიება ისტორიისა”.

9 სექტემბერს ქართველმა ხალხმა ილიას ნეშტი, რომელსაც დაედინა ცრემლი მთელი საქართველოსი, მიაბარა

მშობლიურ მიწას მთაწმინდაში.

1937 წლის 9 ნოემბერს ქართველმა ხალხმა იდღესასწაულა ილიას 100 წლოვანი იუბილე. 2007 წელა 170-ე

წელი იზეიმეს.

Page 6: дшлф.doc

ყვარელი. ბავშვობა და სიყმაწვილე1837-1847კახეთში, მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე ილია ჭავჭავაძე.ყვარელი, სადაც გაატარა მომავალმა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე, საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების კარიბჭე, რომელიც იცავდა ჩვენს ქვეყანას მომხვდური მტრის ამაოხრებელი შემოსევებისაგან და რბევებისაგან. ამის დასტურად აქ დღემდე არის შემორჩენილი ძველი ბურჯებიანი ციხე-გალავანი და კოშკები…

ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე I დიდის დროიდან მოიხსენება. გადმოცემების მიხედვით, ილიას წინაპრები-ჭავჭავაძიანთა ერთი მთავარი შტო-ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო-თიანეთი ფშავ-ხევსურეთით) მხრიდან უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი XVI საუკუნის დამდეგს, ლევან I მეფობის დროს, სახელდობრ, 1529 წელს კახეთის ბარში – ალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელს. ამიტომაცაა ისინი კახეთის თავადობის ღირსებით ჩაწერილნი 1783 წელს გეორგიევსკში დადებული რუსეთ საქართველოს ტრაქტატისათვის თანდართულ ქარლთ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც ერეკლე II მიერ არის დამტკიცებული.

კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად“ -წინანდლისა და ყვარლისა. წინადლის შტოს ეკუთვნოდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გარსევან ჭავჭავაძე (ვისაც ერეკლე II მიანდო 1783 წელს გეორგიევსკში რუსეთ-საქართველოს ტრაქტატზე ხელის მოწერა, შემდეგ კი ქარლთ კახეთის სამეფოს დესპანად გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე პეტერბურგში), მისი ვაჟი-გამოჩენილი ქართველი პოეტი-რომანტიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძე, სილამაზით განთქმული ასულნი-ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა, სოფიო ჭავჭავაძე-ბარონ ნიკოლაისა და ერთადერთი ძე – დავით ჭავჭავაძე…

ილია ყვარელი ჭავჭავაძეების შთამომავალია. მისი პირდაპირი წინაპრები-ოტია, პაპუნა, მამუკა, ფარემუზ, ბესპაზ და პაატა ჭავჭავაძეები XV-XVIII სს. ისტორიული პირებია, ილიას პაპის მამას – ბესპაზ ჭავჭავაძეს თავი გამოუჩენია 1755 წელს ხუძახის ბატონის-ნურსალ-ბეგისა და მისი 20-ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ყვარლის დაცვის დროს. როგორც თეიმურაზ II და ერეკლე II 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს, სხვა ქართველ მეომრებთან ერთად ბესპაზ ჭავჭავაძემ ,,რჯულის გულისათვის თავი საყათლანოდ გადასდვა, ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოლა“ და ყვარლი ციხე გალავანს ალყა შემორტყმული ხუნძახის ბატონი და მისი მრავალათასიანი ლაშქარი სატიკად დაამარცხა და სამარცხვინოდ უკუაქცია!

პოეტის პაპა პაატა ბესპაზის ძე ერეკლე მეორისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი მე-13-ის დროს გამოჩენილი პირი ყოფილა. ერეკლე მეფის დროს პაატა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მოიხსენიება, როგორც მონაწილე ექსპედიციისა იმერეთში 1788 წელს, როდესაც ერეკლემ იმერეთის მეფედ დასვა თავისი შვილიშვილი სოლომონ მეორე.1798 წელს, როდესაც გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პატარა კახი და როგორც ხალხური ლექსი ამბობს – ,,საქართველოს შეეხსნა რკინის კარები”, – პაატა იყო ერეკლეს დამტირებელთა შორის, ქართლ – კახეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჩამოუსვენებია ერეკლეს ცხედარი თელავიდან მცხეთაში, სადაც იგი მიაბარეს სამშობლოს მიწას საქართველოს ძველ დედაქალაქში.პაატას ხუთი ვაჟი ჰყოლია: სვიმონი, გარსევანი, ალექსანდრე, გრიგოლი (მამა ილიასი) და იოსები. ამათგან გრიგოლის ძმები იოსების გარდა მტრის ტყვიით განგმირულან (იოსები მათ შორის საერთოდ არაა მოხსენებული). პოეტის მამა – გრიგოლი, ერთ ხანად სამხედრო სამსახურში ყოფილა ოფიცრად, მაგრამ ოსმალეთთან ომის დამთავრების შემდეგ იგი ბრუნდება საქართველოში და ირთავეს ქრისტეფორე ბებურიშვილის ქალს მარიამ (მაგდანე) ბებურიშვილს.გრიგოლს და მარიამს სულ ექვსი შვილი ჰყოლიათ: ოთხი ვაჟი და ორი ასული.ილია მესამე შვილი იყო გრიგოლ და მარიამ ბებურიშვილი ჭავჭავაძეებისა. თავის ავტობიოგრაფიაში ილია წერს: ,, დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს, სოფელ ყვარელში“.

შუა ეზოში იდგა რიყის ქვისგან ნაშენი სამსართულიანი ძველებური კოშკი, სადაც ლეკების შემოსვლის დროს მთელი ოჯახი იხიზნებოდა. ლეკთა ერთ-ერთი ასეთი მოსალოდნელი თავდასხმის დროს დაბადებულა სწორედ ილია ამ მამაპაპეული კოშკის მეორე სართულზე. მესამე სართული მცველებს ეკავათ, პირველ სართულს კი სურსათ-სანოვაგის შესანახად იყენებდნენ. კოშკს ყველა მხრიდან სათოფურები ჰქონდა დატანებული და საიმედოდ იცავდა მებატონის სახლ-კარს, რომელშიც შედიოდა სადგომი სახლი, სამზარეულო, ჩალური და მარანი, წისქვილი, ბეღელი და თავლა.

ილიას სახლ-კარი დიდ მწვანე ბაღშია ჩაფლული, რომლის ნამდვილი მშვენებაა საუკუნოვანი გოლიათი კაკლის ხე. ამბობენ თითქოს, ილიას ყრმობის პირველი გატაცება სოლომონ ჭავჭავაძის მშვენიერი ასული ელისაბედი ყოფილა, იგივე ლიზა (შემდეგ ყვარელში მოსამსახურე ქუთაისელი ოფიცრის ალექსანდრე მარჯანიშვილის

Page 7: дшлф.doc

მეუღლე, დედა კოტე მარჯანიშვილისა) და თითქოს სწორედ მას მიუძღვნა შესანიშნავი ლირიკული ლექსი ,,გახსოვს, ტურფავ“:

,,გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღშიმე და შენ რომ ერთად ვრბოდით?ნეტა იმ დროს!.. სიყვარულისმეტ არაფერს ჩვენ არ გვრძნობდით!შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი,გადმომიგდე საყვარელსადა მითხარი: ,,ჩემო გიჟო!ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!..ქართული ენის, წერა-კითხვისა და სამშობლო ქვეყნის გმირული წარსულის, ქართული მწერლობისა და ზეპირსიტყვიერების სიყვარული ილიას პატარობიდანვე ოჯახში ჩაუნერგა დედ-მამამ:

,,მამა-ჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც გვიყვარდა ყურის-გდება ზღაპრისა“, ან კიდევ: ,,მამამ დაიწყო: მე ადრეც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ, ხან აქედამ, ხან იქიდამ მოგვესეოდნენ ხოლმე. ჩვენც, რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით“,- ასე ალაპარაკებს ილია ჭავჭავაძე მამას მოთხრობაში ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, ხოლო ავტობიოგრაფიაში პირდაპირ წერს: ,,მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა“.

მაინც, ილიას პირველი მასწავლებელი და შთამაგონებელი დედა ყოფილა. ილია ჭავჭავაძე წერს:

,,დადაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირათა ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენც დიდად ვაფასებდით“.

მაგდანა (მარიმ) ბებურიშვილი სანამ 1832 წელს გრიგოლ ჭავჭავაძის მეუღლე გახდებოდა, მანამდეც მისი ოჯახი წმინდა ქართული ტრადიციების მატარებელი ყოფილა და ქართული ეროვნული მწერლობის ძეგლთა გადაწერა- გამრავლებას მისდევდა. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ქართული მწერლობის სიყვარული ილიას თურმე დედის ოჯახიდანვე მოსდევდა.

1845 წელს, ალ. ყიფშიძის გადმოცემით, შინაური სწავლის მიღების შემდეგ 8 წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარ დიაკვნისათვის, ვისთანაც გატარებულ სამ წელს წარუშლელი კვალი დაუტოვებია მწერლის ცხოვრებაში. ავტობიოგრაფიაში ილია გადმოგვცემს: ,,სწავლა 8 წლის დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართულის წერა კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიმბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.

ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის-,,დიმიტრი თავდადებული“- თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს ,,გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.

მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი ვიყავით. ყველანი შინიდან დავდიოდით მთავართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა შუადღემდე.

ილიას დედა სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვლილა ყვარელში 1848 წლის 4 მაისს. მაშინ ილია 10 წლის იყო. დედით დაობლებული ძმისშვილების პატრონობა იტვირთა მამიდამ – მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავისამ. მაკრინე გათხოვილი იყო ივანე არაგვის ერისთავზე და ამ დროს დაქვრივებული იყო. მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძე-ერისთავისამ და მართლაც რომ ნამდვილი დედობა გაუწიათ მათ.

მეთერთმეტე წელში გადამდგარი ილია 1848 წლის იანვრისთვის მამამ თბილისში ჩამოიყვანა. პატარა ილიას ცხოვრებაში დგებოდა ახალი ხანა – თბილისის ხანა, პანსიონსა და გიმნაზიაში განსწავლის წლები. . .

თბილისიპანსიონსა და და გიმნაზიაში1848-1856 წლები

Page 8: дшлф.doc

1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძემ თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის და ჰაკეს კერძო პანსიონში მიაბარა, სადაც 4 წელიწადს სწავლობდა.

1851 წელს წავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა.

1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

ილიას ბავშვობისა და მოწაფეობის ხანა მშფოთვარე პერიოდია ჩვენს ისტორიაში„ ეს არის კავკასიისა და ყირიმის ომების ხანა, ბატონყმობის მძიმე უღლისა და რუსეთის თვითმპყრობლობის ბრძოლის ხანა. 1854 წლის ივლისში წინანდალზე ლეკთა თავდასხმამ იმსხვერპლა მისი უფროსი ძმა კონსტანტინე.

პეტერბურგს გამგზავრება, პეტერბურგის უნივერსიტეტი1857-1861 წთბილისის გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების შემდეგ ილიას მტკიცედ ააქვს გადაწყვეტილი რუსეთში წასვლა უმაღლესი განათლების მისაღებად. რუსეთში წასვლამდე ილია ყვარელში იმყოფება. იგი ამ დროისათვის რამოდენიმე ორიგინალური ლექსის ავტორი გახლდათ. 1857 წლის 15 აპრილს სოფელ კარდანახში დაწერა ლექსი “ყვარლის მთებს“.

1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე, რომელიც იძლეოდა ეკონომიკურ – ფინანსური და ადმინისტრაციული დარგების ცოდნას.

1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა.

ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილისათან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:

“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტუკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ……. ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “ მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა…“

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის-“თერგდალეულთა“ ტრადიციები.

1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით. სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე

Page 9: дшлф.doc

ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

“როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას“საქართველოში დაბრუნება1861 წლის გაზაფხულზე, აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა. ამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. “როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება და როგორ შემეყრება იგი მე – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?“

ილიამ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წელსვე თავის გარშემო შემოიკრიბა ახალი თაობა, ქვეყნის ცოცხალი ძალები. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ილიას მოთავეობით იმ საზოგადოებრივ დაჯგუფებას, რომელიც “პირველი დასის“ სახელით არის ცნობილი.

შორეული მგზავრობიდან დაბრუნებული და ახლად გაჩაღებულ ლიტერატურულ ბრძოლაში ჩაბმული ახალგაზრდა პოეტი ზაფხულსა და შემოდგომას მშობლიურ ყვარელში ატარებს, სადაც იგი 1861 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში ქმნის ორ ახალ შესანიშნავ ლექსს “მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული…“ და “ჩემო კალამო“.

1863 წლის 10 აპრილს, ილია ჭავჭავაძე დაქორწინდა საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე. ამ ხნიდან მოყოლებული თვით ტრაგიკულ აღსასრულამდე ილიას ცხოვრება და შემოქმედება უკვე განუყრელად არის დაკავშირებული მის სახელთან. . .

1863 წელს ილია ჭავჭავაძე აარსებს ჟურნალს “საქართველოს მოამბე“, რომელიც მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.

სახელმწიფო სამსახურში–ქუთაისსა და დუშეთში1864-18731863 წლის ბოლოს ჟურნალ “საქართველოს მოამბის“ დახურვის შემდეგ, ილია ჭავჭავაძე იძულებული შეიქმნა სახელმწიფო სამსახურში შესვლაზე ეფიქრა, რათა ნივთიერი სახსარი მოეპოვებინა: “1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცობის განთავისუფლების რეფორმა საქართველოში, გამგზავნეს იმერეთს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორისც ალკე მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის ბატონყმობისგან წარმომდგარი“- წერს ილია თავის ავტობიოგრაფიაში.

კავკასიის მეფისნაცვლის 1868 წლის 1 თებერვლისს ბრძანებით, თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე დაინიშნა თბილისის გუბერნიის დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ, წლიური ხელფასით – 2400 მანეთი, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).

ქართული ბანკის დაარსება. “მეფე ლირის“ თარგმნა და გამოცემა1873-18761873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე გამოვიდა სახელმწიფო სამსახურიდან და თბილისში გადმოსახლდა.

საქართველოში ბატონყმობის გადავარდნის დაწყებისთანავაე, გამოჩენილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურობის წინამძღოლი იყო, წამოაყენა ბანკის დაარსების იდეა.

Page 10: дшлф.doc

ილია ჭავჭავაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბანკის წესდების შემუშავებელ სხდომებში. 1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე ბანკის წესდების დამტკიცების დასაჩქარებლად და საბანკო საქმეების შესასწავლად, დავით ყიფიანთან და დიმიტრი ყაზბეგთან ერთად რუსეთს გაემგზავრა.

ბანკის წესდების მოლოდინში ილია ჭავჭავაძე პოულობს თავისუფალ დროს და პეტერბურგში ხელს კიდებს ახალ დიდ საქმეს„ უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტ ივანე მაჩაბელთან ერთად იგი იწყებს შექსპირის “მეფე ლირის“ ქართულად გადმოთარგმნას.

ბანკის წესდების დამტკიცებას, რომ კარგი პირი შეატყო, ილია აღარ დაელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას და ათი თვის ტაჯვა-წვალების და რუდუნების შემდეგ, 1874 წლის აპრილის დამდეგს პეტერბურგიდან სამშობლოში გამარჯვებული გამოემგზავრა. 1874 წლის 28 მაისს ფინანსთა მინისტრმა რეიტერნმა ბოლოს და ბოლოს დაამტკიცა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდება.

1875 წლის თებერვლიდან ამოქმედდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, რომელსაც მთელი 30 წლის მანძილზე 1905 წლის 23 ივნისამდე სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე.

ილია არც “მეფე ლირის“ დაბეჭდვის საქმეს ივიწყებს. 1877 წლის თებერვალში ილიამ “მეფე ლირი“ ცალკე წიგნად გამოსცა.

“ივერია“ პირველი პერიოდი1877-1885ილია და “ივერია“ ყოველი ქართველის ცნობიერებაში ერთმანეთისაგან სამუდამოდ განუყოფელი ცნებებია. გაზეთის პირველი ნომერი დაიბეჭდა 1877 წლის 3 მარტს. ყოველკვირეული გაზეთის სახით.

1879 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა ყოველთვიურ ჟურნალად, რის ნებართვაცილიასთვის კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმმართველობის უფროსს გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის მიუცია.

1880 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა სამთვიურ ორგანოდ.

1881 წლიდან “ივერია“ კვლავ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთდა და ასე გამოდიოდა 1885 წლის ჩათვლით.

ორიგინალურ მხატვრულ შემოქმედებასთან ერთად ამ პერიოდში ილიამ ქართული ლიტერატურა გაამდიდრა, როგორც მხატვრული, ისე მეცნიერული ძეგლებისთარგმანებითაც. აგრეთვე მრავალფეროვანია მისი პუბლიცისტიკა.

ფასდაუდებელია ის ამაგი, რომელიც ამ პერიოდში (1877-1885) ილია ჭავჭავაძემ დასდო ქართულ სკოლას, საერთოდ ქართულ სწავლა-აღზრდისა და განათლების საქმეს და, რაც მთავარია, სკოლაში ქართული ენის უფლებათა დაცვას.

ამავე პერიოდში დღის წესრიგში დგება “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსების საკითხი.

წესდების პროექტზე 1878 წლის 30 იანვარს ხელი მოუწერია 126 დამფუძნებელ წევრს, ხოლო დ.ყიფიანს, ბ. ღოღობერიძეს და ი. ჭავჭავაძეს დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარუდგენიათ 1878 წლის 20 ივნისს, რომელიც ზოგიერთი ცვლილების შემდეგ დაუმტკიცებიათ 1879 წლის 31 მარტს, რის შესახებაც ოფიციალური ცნობა 1879 წლის 14 აპრილს მიიღო დამფუძნებელ წევრთა რწმუნებულმა დ. ყიფიანმა თბილისის გუბერნატორისგან.

საყოველთაოდ ცნობილია ილია ჭავჭავაძის ამაგი, რომელიც მან ქართველ მოღვაწეებთან ერთად დასდო თბილისის სათავადაზნაუროო გიმნაზიას და მისი შენობის აგებას, რომელიც შემდეგში გახდა აკვანი თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისა.

“ივერია“ – მეორე პერიოდი1886-19011885 წლის 16 სექტემბერს, მთავრობის განკარგულებით, “მავნე“ მიმართულებისათვის სამუდაომოდ აიკრძალა ეთადერთი ყოველდღიური გაზეთი “დროება“. ილია ჭავჭავაძე მაშინვე შეუდგა ყოველთვიურ ჟურნალ “ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების სამზადისს. ილიას დაუბეჭდავს მომავალი გაზეთის სარეკლამო ფურცელი: “ქართული ყოველ-დღიური საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი “ივერია“ გამოვა ჟურნალის სამაგიეროდ 1886 წლის I-ს იანვრიდამ ყოველ-დღე………“

Page 11: дшлф.doc

მართალია “ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გამოსვლის პერიოდში ილიას შემოქმედებითი ძალა და ენერგია უმეტესად პუბლიცისტურ-ჟურნალისტურმა მუშაობამ და საზოგადო მოღვაწეობამ შთანთქა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ილიას დიდმა მხატვრულმა ტალანტმა ამ პერიოდშიც შექმნა რამდენიმე პირველხარისხოვანი პოეტური და პროზაული შედევრი, მათ შორის, ქართული პროზის შედევრი “ოთარაანთ ქვრივი“

საგურამოში, თავის მიერ გაშენებულ სახლ-კარში ჩაუყარა საფუძველი ილიამ შესანიშნავ ტრადიციას – ყოველ 20 ივლისს, წმ.ილიას სახელწოდების დღეს, იგი აქ მართავდა “ილიაობას“, რომელიც დროთა განმავლობაში ჭეშმარიტ ეროვნულ დღესასწაულად იქცა!

1897 წლის იანვარში შესრულდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლისთავი.

1891 წელს ილია ჭავჭავაძეს ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა გამოაჩნდა.

1900 წელს ილია სამკურნალოდ ევროპაში მიემგზავრება (გერმანია, ავსტრია)

ივერიის გარეშე1902-1907ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ილია ერთ წელს კიდევ უძღვებოდა თავის გაზეთს, მაგრამ 1901 წლის 5 დეკემრიდან რედაქტორობა ალექსანდრე სარაჯიშვილს გადასცა, თუმცა “ივერიის“ 1902 წლის №1-152 -ის გამომცემლად მაინც ილია დარჩა. ამის შემდეგ ილია უკვე საბოლოოდ ჩამოსცილდა “ივერიას“ და ერთხანს აქტიურ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც უფრო ნაკლებ ედგა კვალში.

1902 წლიდან ილია და ოლღა ჭავჭავაძეები ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე საგნაშვილისეული სახლიდან საცხოვრებლად გადავიდნენ მაშინდელ ჯერ ვაგზლის ქუჩაზე და ცოტა ხნის შემდეგ ანდრიას ქუჩაზე.

1903 წელს ილია ჭავჭავაძე აფხაზეთში ჩადის. გაგრაში ახალი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობისთვის.

დადგა 1905 წელი.

ილია ამ დროს უკვე 68 წლის მოხუცი, ავადმყოფობით იყო გატეხილი.

ილია 1905 წელს გამოდის საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით.

1906 წლს მარტში ილია ჩავიდა პეტერბურგში სრულიად რუსეთის თავადაზნაურობის საიმპერიო ყრილობაზე, როგორც საქართველოდან გაგზავნილი დელეგატი-ამომრჩეველი სახელმწიფო საბჭოსი.

1906 წლის აპრილში იგი არჩეული იქნა სახელმწიფო საბჭოს წევრად. სახელმწიფო სავჭოს პირველი სესია გაგრძელდა 1906 წლის 27 აპრილიდან 12 ივლისამდე. ივლისში ილია საქართველოში დაბრუნდა. აქ იგი თებერვლამდე დარჩა. თებერვალში ილია ისევ რუსეთს გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიაზე. ივლისში ილია მეუღლით დაბრუნდა საქართველოში.

ილიას მკვლელობაარტურ ლაისტი, რომელიც 1907 წლის 21 აგვისტომდე საგურამოში ილიასთან ერთად იყო, წერს: ,,დაღონებული იყო, ემდუროდა სხეულის სისუსტეს… შევნიშნე ენერგიის სისუსტე და სიფიცხე, წინანდებურად არ ლაპარაკობდა, ღიმილი მის სახეზე არ შემიმჩნევია, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ილია სევდასა და მოწყენილობას შეუპყრია. პეტერბურგიდან ჩამოსვლის შემდეგ პოეტი თითქმის სულ საგურამოში იმყოფებოდა. 27 აგვისტოს საგურამოდან წამოსვლისას, დაუბარებია – დღესვე საღამოს დავბრუნდებიო. ამ დროს სოფელში დარჩენილა მოურავი ჯაში, რომელიც მკვლელობის გეგმას აზუსტებდა. იმ დღეს ჯაშმა ყველა ზომა მიიღო უკან დაბრუნებისას ილია მოეკლათ, მაგრამ სამშაბათს და ოთხშაბათს ილია არ დაბრუნებულა, მაგრამ მკვლელებმა შეიტყვეს, რომ ილია ხუთშაბათს, 30 აგვისტოს ბრუნდებოდა, ჯაშმა კი ყველა ზომა მიიღო მკვლელები ჩასაფრებულიყვნენ წიწამურის ტყეში, მზად დახვედროდნენ ეტლის გამოჩენას.30 აგვისტოს, ხუთშაბათს დილის 10 საათზე ილია და მისი მეუღლე იმავე ეტლით, რომლითაც ლაისტთან ერთად სამი თვის წინ თბილისში ჩამოვიდნენ, საგურამოსკენ გაემგზავრნენ. დაახლოებით დღის პირველ საათზე ილია და მისი მეუღლე მიულან წიწამურის წყაროსთან, სადაც მოურავი ჯაში უნდა შეხვედროდათ. ჯაში კი განზრახ არ მისულა წყაროსთან, რომ მკვლელობაში უშუალოდ არ ჩარეულიყო. ილიას რამდენიმე წუთს მოუცდია, შემდეგ კი განაწყენებულს უბრძანებია თედო ლაბაურისთვის ეტლი დაეძრა. ლაბაური მოსყიდული იყო. იცოდა, რომ 15 – 20 წუთის შემდეგ ილიას მოჰკლავდნენ.ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა

Page 12: дшлф.doc

მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: “ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია”. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ათი დღე, 30 აგვისტოდან -9 სექტემბრამდე, გლოვის ზარი გაისმოდა საქართველოში.  ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა. 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.

ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12

სექტემბერი, 1907, წიწამური) — ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და

საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის

ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე

შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი[1].

სექციების სია

  [დამალვა] 

1   ბიოგრაფია

o 1.1   განათლება

1.1.1   თბილისი 1848-1856 წლები

1.1.2   პეტერბურგის უნივერსიტეტი 1857-1861 წლები

o 1.2   შემოქმედება

1.2.1   სამშობლოში მოღვაწეობა

1.2.2   „ ივერია “

1.2.3   ეროვნული მოძრაობა

o 1.3   მკვლელობა

2   მემკვიდრეობა

3   ლიტერატურა

4   რესურსები ინტერნეტში

5   სქოლიო

ბიოგრაფიადაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას

გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და

მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.

Page 13: дшлф.doc

განათლება

თბილისი 1848-1856 წლები

ილია გიმნაზიაში, 1848 წ.

1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ

ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის

გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10

დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა.

ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა

მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი

ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა „მოთქმა

საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრავმას შეიძლება

მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის

გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას

მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

პეტერბურგის უნივერსიტეტი 1857-1861 წლები

1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა

უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული

ფაკულტეტი). 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით

ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა.

ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა

აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე

უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო

ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ

ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი  სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ

ხელმძღვანელად ითვლებოდა.

კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:„უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და

ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ....... ჩვენ სტუდენტები, ხშირად

ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს

დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-

გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს

Page 14: дшлф.doc

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს

მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-

განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში.

როდესაც 1860 წლის გაზაფხულზეგარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო

შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა

ლექსით: „მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა...“

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი.

ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს,

რომელმაც საქართველოშიდაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - „თერგდალეულთა“ ტრადიციები.

1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის

შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით.

სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც

პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და

სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და

ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად

სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ

მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ

დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც

დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

შემოქმედება

ეს სტატია ან განყოფილება დაწერილია ესეისტურად და საჭიროებს გამართვას.

გთხოვთ დაგვეხმაროთ სტატიის გამართვაში და გადაწეროთ იგი ენციკლოპედიურ სტილში.

ილია 1860 წელს პეტერბურგისუნივერსიტეტში სწავლის პერიოდში

Page 15: дшлф.doc

1859-1872 წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი

და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი

რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის

ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში:

პოემა „აჩრდილი“ (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ

პრობლემებზე წუხილის ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენითაა განმსჭვალული;

ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა „ქართლის

დედა“. „სცენა მომავალ ცხოვრებიდან“ (პირველი რედაქცია, 1860); პოემა „კაკო ყაჩაღი“ —

„რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ (1860) —

მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც

ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები

( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწა

რმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და

ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი საყოველთაოდ ცნობილი

ლექსები „ხმა სამარიდან“ (1857), „გუთნის-დედა“, „ქართვლის დედა“, „ჩემი თარიაღალი“

(სამივე 1858), „ნანა“ (1859), „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“

(სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები — „ელეგია“ (1859), „მესმის,

მესმის“ (1860), „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი“…, 1861); „პოეტი“ (1860), რომელშიც

ნათლად არის ჩამოყალიბებული ჭავჭავაძის შეხედულება პოეტის საზოგადოებრივი მისიის

შესახებ.

ილია ჭავჭავაძე

ამავე ხანებში იქმნება ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რამაც უდიდესი

როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური

ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ (I—IV თავები, 1859)

და ესკიზები მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, სადაც მებატონეთა გადაგვარებული და

სასიკვდილოდ განწირული კლასის უაზრო და უშინაარსო, მცონარული ყოფის

მაღალმხატვრული სატირული ასახვა საერთოდ ადამიანის, მისი ზნეობის, მისი ცხოვრების

Page 16: дшлф.doc

აზრის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაგვაფიქრებს. ჭავჭავაძის პირველმა

ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის

ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა» („ცისკარი“, 1861) ახალი თაობის

ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში

„პასუხი“ (1861) და „საქართველოს მოამბეზედ“ (1863), ნათლად არის ჩამოყალიბებული

რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები,

ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი დანიშნულების, ობიექტური

სინამდვილისადმი მხატვრული ლიტერატურის მიმართების მატერიალისტური გაგება,

დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო-სახ. ენასთან მისი

დაახლოების აუცილებლობა. „ორიოდე სიტყვა“… იქცა „მამებისა“ და „შვილების“

ბრძოლის საწყისად.

სამშობლოში მოღვაწეობა

ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია

ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით

აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და

მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“,

რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ

მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-

განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული

აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ

ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

ილიასა და აკაკის ძეგლი 1-ლ გიმნაზიასთან, თბილისი.

1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი

საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ

იქცა.

Page 17: дшлф.doc

1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე.

1864 „ნივთიერი საღსარის მოსაპოვებლად“ მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-

გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ — საქართველოში საგლეხო

რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ

საქართველოში. 1868 —1873  მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ

ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865),

გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და „აჩრდილი“ (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის

წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე

პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე

სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია

მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის

უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872);

სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“

(1871 —1872 ).

1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ

საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული

იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც

ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და

უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო

დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული

ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879 —1885  — „ქართველთა შორის

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან

სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.

„ივერია“მთავარი სტატია : ივერია (გაზეთი).

ილიას დაარსებული "ივერია"

Page 18: дшлф.doc

1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა — „ივერია“, რომელიც სამი

ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური

ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1873 ჭავჭავაძემ ი. მაჩაბელთან ერთად

თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“; 1878 დაამთავრა ისტორიული პოემა „დიმიტრი

თავდადებული“, რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის პატრიოტული იდეის

გაცხოველებას ემსახურებოდა; 1882 —1883  შექმნა ღრმა ფილოსოფიური შინაარსის

პოემა „განდეგილი“, რომელშიც სულისა და ხორცის, ცხოვრების მიღება-არმიღების

მარადიული პრობლემაა დასმული და რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია

ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა; ადამიანის დანიშნულებად და მოვალეობად

დასახულია ამა სოფლისათვის ზრუნვა. ქართველი ერის აღორძინების იმედითაა

განმსჭვალული ლექსი „ბაზალეთის ტბა“ (1833). 1887 ჭავჭავაძემ შექმნა რეფორმის

შემდეგდროინდელი ქართული სინამდვილის ამსახველი თხზულება„ოთარაანთ ქვრივი“,

რომელშიც ქართველი დედის შთამბეჭდავი სახე საერთოდ ქართველი ხალხის სულიერი

ძლიერების, მისი შეუპოვრობისა და ქედუხრელობის სიმბოლოდ აღიქმება.

1870 —1890 -იან წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი ინტელექტით, ენციკლოპედიური

ცოდნით, ფაქტებისა და მოვლენების განსჯისა და განზოგადების იშვიათი უნარით

აღბეჭდილი მრავალი ნაშრომი და წერილი ლიტერატურათმცოდნეობის («აკაკი წერეთელი

და „ვეფხისტყაოსანი“», 1887 და სხვ.), საქართველოს ისტორიის („აი, ისტორია“,1889; „ქვათა

ღაღადი“, 1899 და სხვ.); ეკონომიკის („კერძო და სათემო მიწათმფლობელობა“, „ხიზნების

საქმე“, ორივე 1886 და სხვ.), სახალხო მეურნეობის (მევენახეობისა და მეღვინეობის,

სოფლის მეურნეობის თვირფასი კულტურების, მელიორაციის, მესაქონლეობის,

მრეწველობის და სხვ.), საბანკო საქმისა და ფინანსების საკითხებზე; წერილები უცხოეთზე —

ევროპისა და აღმოსავლეთის პოლიტიკაზე და სხვ.

ილია ჭავჭავაძე თბილისში.

ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში

დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს,

რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართულ პედაგოგიურ მეცნიერებისა და ქართულ

სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ჭავჭავაძე მკაცრად

აკრიტიკებდა ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკას. იგი, როგორც ეროვნულ-

განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნების ბურჯის- ქართული ენის —

დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო

სკოლების ქსლის ზრდის მოთხოვნებს, რაც პროგრესულ-დემოკრატიული პედაგოგიური

მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. დღესაც აქტუალურია ჭავჭავაძის იდეები აღზრდისა და

განათლების ორგანული კავშირის, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, შრომითი და

ფიზიკური აღზრდის შესახებ იგი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა მასწავლებლის

პიროვნებას და მის პირად მაგალითს. დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა ჭავჭავაძის

შეხედულებას ოჯახში აღზრდის შესახებ: „…გაზრდა შვილისა ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა

ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ…“ („პედაგოგიური თხზულებანი“,

თბილისი, 1938, გვ. 353). ფასდაუდებელია ჭავჭავაძის

მოღვაწეობა საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ორგანიზაციისა და

Page 19: дшлф.doc

ქალთა უმაღლესი განათლების განხორციელების საქმეში. იგი ზრუნვასა და შემწეობას არ

აკლებდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს. სახალხო განათლებისა და პედაგოგიურ

საკითხებზე მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა, მ. შ. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს

ფუნდამენტურ ნაშრომს: „პედაგოგიკის საფუძვლები“ (1888).

ილია ჭავჭავაძე იყო არა მარტო მხატვრული სიტყვის დიდოსტატი-

პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, მთარგმნელი; არა მარტო სალიტერატურო ენის

რეფორმატორი და კანონმდებელი, ქართული კრიტიკული რეალიზმის, რეალისტური

კრიტიკისა და მებრძოლი პუბლიცისტიკის ფუძემდებელი, არამედ ასევე — დიდი მასშტაბისა

და ფართოდიაპაზონის მკვლევარი, რომლის ინტერესები მეცნიერების არაერთ დარგს

მოიცავდა; მისი პრაქტიკული მოღვაწეობა კი საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული

ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან უბანს სწვდებოდა და მათ წარმატებებში განსაზღვრულ

როლს ასრულებდა.

ეროვნული მოძრაობა

ილია ჭავჭავაძის სახლი ანდრიას ქუჩაზე, თბილისი.

მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის

განხორციელებას — ქართველი ხალხის გაერთიანებას, ეროვნული თვითშეგნების

გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის

ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოსუდიდესი

ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და

განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა,

ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.

მოწინავე ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის

თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე,

რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და

რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად

თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის, ვინც

ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი

მომავლის რწმენა დანერგა.

1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს

დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ ორგანიზაციის

დაფუძნების სულისჩამდგმელი იყო ილია ჭავჭავაძის დისშვილი, იმხანად ქართლ-კახეთის

თავადაზნაურობის მარშალი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი.

1906 სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: „სახელმწიფო

საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული

მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა

ინტერესების დამცველი ვიქნები“.

Page 20: дшлф.doc

მკვლელობა

ილიას დაკრძალვა თბილისში, 1907.

1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ

გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს

თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი

დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე

დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და

ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი

უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა

აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში

ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა,

რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას

მკვლელობაში.

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის

დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა,

წარმოთქვა: „ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი

თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია“. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ,

საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ

ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.

მემკვიდრეობაილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება,

უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან

სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის ნამოღვაწარის, მისი

Page 21: дшлф.doc

მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ

დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და

გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.

დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

წმ. ილია მართლის განსასვენებელი

ლიტერატურა

გიორგი აბაშიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. 11, გვ. 378-379, თბ., 1987

ინგოროყვა, პავლე: ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი : ნიკოლოზ

ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი - თბილისი : მერანი, 1983

აბაშიძე, გიორგი: ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება და ღვაწლი) - თბილისი, 2005

რესურსები ინტერნეტში

 ვიკიციტატაში არის სტატია: ილია ჭავჭავაძე.

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ილია ჭავჭავაძე

როდოვიდში? არის გენეალოგიური ხე თემაზე: ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე Lib.ge-ზე

ილია ჭავჭავაძის შემოქმედება Allgeo.org-ზე

ილია ჭავჭავაძის ცხოვრება, შემოქმედება

ი. ჭავჭავაძ, "სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი"

Page 22: дшлф.doc

И. Г. Чавчавадзе, АРМЯНСКИЕ УЧЕНЫЕ И ВОПИЮЩИЕ КАМНИ, пер. с грузинского Н.

И. Алексеева-Месхиева, Тифлис, 1902

1863 წელი…

„შენი სულისა ოლიკო! თუმცა დაგპირდი, რომ ხვალ წერილს არ მოგწერ, მეთქი, მაგრამ ვერ

მომითმენია, შე გიჟო! რაზედ გამაგიჟე პატიოსანი, დარბაისელი რექტორი. მე ვინა და

შუაღამისას ქალთან წიგნების წერა: ამაზედ არი ნათქვამი გლეხური ანდაზა: „ნუ შეხვალ, ნუ

იბანებო, ნუ გამოხვალ და ნუ თრთიო“.

1874 წელი…

„ჩემო კარგო და სანახავად სანატრელო ოლიკო! ამ უკანასკნელს დროს ძალიან

გამოინადირე შენს ქმარზედ. მას წინად მომწერე, რომ მე ვითომც გაზილა უფრო მახსოვდეს,

ვიდრე შენ. ახლა მწერ, შენაო ჩემს წიგნებს არა კითხულობო, ამიტომაც არც ერთზედ პასუხს

არა მწერო. არ ვიცი, ამგვარი საყვედურები საიდან და როგორ დავიმსახურე. შენ რომ

იცოდე, რა რიგად მაწუხებს ხოლმე ამისთანა საყვედურები, შემირიგდებოდი და არ

მომწერდი… ამას იმიტომ კი არ გწერ, რომ გაწყენინო ან მე შენზედ ძალიანა ვჯავრობდე, მე

მარტო იმის თქმა მინდოდა, რომ ალერსი მიჭირდა ამ ჩემს მდგმოიარობაში და არა

საყვედური. მერე საყვედური იმისთანა, რომელსაც არა რაიმე საფუძველი არა აქვს. დაიცა,

მოვალ მანდ და ყველაფერში გავსწორდებით, ჩემო კუკლუშკი!“

სე უყვარდათ უწინ ’’ ბლოგის შექმნის უმთავრესი მიზანია გავაცნო ქართველი მწერლების პირადი ცხოვრება საზოგადოებას და უფრო ნათელი გავხადო მათი შემოქმედების ძირითადი მოტივი...

Page 23: дшлф.doc

 

ილია ჭავჭავაძე                  

        ქართველები მას ,,უგვირგვინო მეფესაც''უწოდებენ,ეკლესიამ კი წმინდანად    შერაცხა.მასაც ჰქონდა ახალგაზრდული გატაცებები...ნამდვილი სიყვარული კი ჭაბუკობისას ეწვია,მაგრამ სასიძოდ დაიწუნეს.ჩუმად მაინც ხვდებოდნენ.უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე.ასეთ სიყვარულზე იშვიათად თუ გვსმენია.სიტყვაძუნწი მწერალი საყვარელი ქალისადმი მიწერილ წერილებში ძალიან სიტყვაუხვი ხდებოდა.საინტერესოა ვინ აუძგერა ასე მედგრად გული?

დაბადების თარიღი: 8 ნოემბერი, 1837დაბადების ადგილი: ყვარელი

Page 24: дшлф.doc

გარდაცვალების თარიღი:

12 სექტემბერი, 1907

გარდაცვალების ადგილი:

წიწამური

ეროვნება: ქართველი

საქმიანობა:მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, იურისტი და საზოგადო მოღვაწე

მიმდინარეობა: კრიტიკული რეალიზმი

იხ.ვრცლადდაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.

განათლება 

1848წლის იანვარში გრიგოლ ჭავჭავაძემ  ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია.1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852წლის 10 დეკემბერს,როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ,1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.ამის შემდეგ ის სწავლას პეტერბურგის უნივერსიტეტში აგრძელებს!185701861).სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატები—ბელინსკის,გერცენის,დობროლიუბოვის,ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.

ნამდვილ სიყვარულამდე 

Page 25: дшлф.doc

  იყო დრო,როცა ილიას სატრფო ბევრს სოლომონ ჭავჭავაძის ასული ეგონა.საქმე კი სხვაგვარად ყოფილა:შეძლებული თავადი ილიას მამას მოლაპარაკებია,რომ მის ვაჟს,პეტერბურგშ სწავლის დამთავრებამდე  400 თუმანს გაუგზავნიდა.სამაგიეროდ,ილიას,სწავლის დამთავრების შემდეგ,მისი ქალიშვილი ცოლად უნდა შეერთო.ეს შეთანხმება მწერლის გარეშე მომხდარა;როგორც ამბობენ,სტუდენტი ილია ამას დათანხმებია,თუმცა მძიმე ტვირთად კი აღიქვამდა.საქართველოში დაბრუნებულს ვალი მაშინვე გაუსტუმრებია და ამ პირობიდან თავი დაუღწევია.ის ქალი კი,რომელიც მას უნდა შეერთო,კოტე მარჯანიშვილის დედა გახდა...  ქვემოთ მოყვანილ დისადმი მიწერილ წერილში კი ჩაიკოვსკის ასული,მშვენიერი ალექსანდრა იგულისხმება,რომელსაც ილია ეტრფოდა.მას მოფერებით საშას,საშენკას ეძახდა,რაც ილიას ინიციალებს ემთხვევა:,,ჩ...სას'',  ,,ს..ჩ..სას''.თავიდან მწერლის მიმართ გულგრილი არც ალექსანდრა ყოფილა;შემდეგ,ალბათ,გაუმხილა თავისი გადაწყვეტილება,რომ ცოლად სხვას მიჰყვებოდა,რასაც ილიას ლექსი ,,ჩ...სას'' მოჰყვა.  სამშობლოში დაბრუნებული ილია გულგატეხილი ყოფილა,რომ თბილისში რამდენჯერმე ჩამოსულ მეგობარს,კომპოზიტორ ჩაიკოვსკს (საშა მისი და იყო) არც კი შეხვედრია.

ჩემო დაო ნინო!ერთი რამა მაქვს შენთვის სათხოვარი და თუ გიყვარდე,ამისრულე.ერთმა ქალმა ქალური ვერცხლის ქამარ-ხანჯალი მთხოვა და დავპირდი.შენი ჭირიმე,ნინუცი,ნუ გამამტყუნებ ამ ქალთან,მერე უნდა იცოდე რა ქალია!იმათ ოჯახში,როგორც შვილი ისე ვარ მიღებული,ისეთი დედ-მამა ყავს რომ თავი შემაყვარეს.თუ შეიძლება,შენი სულის ჭირიმე ნინო,სააღდგომოდ გამომიგზავნე:ვიცი,გიყვარვარ,თუმცა ცოტა ხელის მოჭერა გიყვარს,მაგრამ ჩემი სიყვარული გაგაბედინებს.  შენი ილია

 ბრძოლი მოპოვებული სიყვარული...

გავიდა წლები...ილიამ გაიცნო ოლღა,მდიდარი მემამულის,თადეოზ გურამიშვილის ქალიშვილი.როდესაც თადეოზის ახლობლებმა ილიასა და ოლღას სიყვარულის ამბავი გაიგეს,არ ეჭაშნიკათ.უფრო მეტიც,ერთგან ოლღა ილიას სწერს:,,მამაჩემმა რომ შეიტყოს ჩვენი ამბავი,თოფით მომკლავს.''ძალიან იშვიათად,შეყვარებულები მაინც ახერხებდნენ შეხვედრას,რაც ხან ეკლესიაში წირვისდროს ხდებოდა,ხან რომელიმე საერთო ახლობლის ოჯახში.მაგრამ,როგორც ყოველთვის,სიყვარულმა აქაც გაიმარჯვა ილიამ და ოლღამაპრილის თვეში თბილისის სამების ეკლესიაში ფარულად დაიწერეს ჯვარი.ამ დროს ილია 25 წლის იყო,ოლღა კი 20-ის.

 ჩემო კუკლუშკი!!!უნდა იცოდე,რომ განძრახ შენს წყენას,შენს შეწუხებას,თავს მოვიკლავ და არ მოვინდომებ,იმიტომ,რომ ერთადერთი საგანი ჩემი ცხოვრებისა შენა ხარ.არ მიყვარს ამისთანების თქმა,მაგრამ რა ვქნა,რომ მათქმევინებ ხოლმე.ღმერთს ჩემთვის ალერსის ნიჭი და უნარი არ მოუცია და როცა მეტი გზა არ არის,რომ ალერსიანი სიტყვა უნდა ვუტხრა ვინმეს,მე თითონ ვწითლდები.გაწითლებას კიდევ გავუძლებდი,სულიერად ვიტანჯები ხოლმე.ასე მგონია,რომ გული გავიუპატიურე,როცა წმინდად გულში შენახული გრძნობა პირით გამოვთქვი.ეს მართალი გრძნობაა,რომელიც კატასავით მუდამ არა

Page 26: дшлф.doc

სჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულა გულში..ამ სახით,ჩემო კარგო ოლიკოჯან,ერთხელ და სამუდამოდ მერწმუნე,რომ თუ მოჭრუბლულსა მხედავ,რგ ჩემს უგემურ ხასაითს მიაწერე და არა იმას,რომ შენს ბედნიერებას მე გულგრილად ვექცევი.ბევრჯერ მეტი სიტყვა მომივა ხოლმე,ბევრჯერ გუნება ისე მომეშლება,რომ ლაპარაკის თავი არ მაქვს,ბევრჯერ დაფიქრებული და ხმაგაკმენდილი დავეთრევი,-უფრო ხშირად არც მოცლა მაქვს და არც ხალისი ხმის ამოღებისა და გართობისა;შენ კი ამას სამდურავის მიზეზად ჰხდი და შენდობის მაგიერ,გულს მიკლავ ხოლმე.ესეც იცოდე,ჩემო საყვარელო კუკლუკი,რომ,როცა მაგისთანები მესმის შენგან,ის დღე ჩემთვის სიკვდილია.ამას არ გეუბნები ხოლმე და ვმალავ;და,აბა,სწორედ ეს ართქმა და მალვაა ის დიდი ჭირი,რომელიც კაცს ბოლოს უღებს და ნელ-ნელა სიცოცხლესა სწოვს;რაც შენ ეგ ხასიათი დაიჩემე,მას აქეთ მომწყდა წელი და ვგრძნობ,რომ სულითაც და ხორცითაც დღე და დღე უკან მივდივარ.თუ ჩემი სიცოცხლე გინდა,ძველებურადვე მოიბრუნე გული ჩემკენ და ყურს ნუ ათხოვებ ხოლმე,როცა წარბშეკრული ვზივარ და რაზედმე გულნაწყენი.შენ აქ არაფერ შუაში ხარ და თუ პატარას გაგებუტები ხოლმე,ეგ უნდა მაპატიო და შემინდო,იმიტომ,რომ შენი კარგად და მხიარულად ყოფნა ჩემი კარგად და მხიარულად ყოფნაა..ერთი სიტყვით,შაბათამდე დამაცადე და შაბათს მოვალ და ყურებს ავუწევ ჩემსუმადურ,მაგრამ ყოველთვის ერთგულ და საყვარელ კუკლუშკას,რომ მეორედ ამისთანები აღარ გაბედოს.აბა,დაფიქრდი,ჩემო კარგო და გულადო მეგობარო,ისეთი რა უნდა მაწყენინო,რომ გულში ჩავიდო და იმავ წამსვე წყალს არ მივცე?!შენ ჩემს სახეს ნუ უყურებ,მარტო ჩემს გულში ჩაიხედე და იქ ნახავ,რამოდენა სიყვარული მაქვს ჩემი კარგი ოლიკოსი....

ჭიქა წყლის სიამოვნება !... ოლღა ხშირად ეჭვიანობდა თურმე,მუდამ ქმრის გვერდით ყოფნას ცდილობდა.ილიას მეფუტკრე იგონებდა:,,..ოლღა მუდამ თან ახლდა ილიას,თავის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე.ერთხელ მე და ილია აივანზე ვისხედით,წყაროს მახლობლად,წინ პოლონელმა მსახურმა გაიარა. ,,მანია!''-დაუძახა ილიამ,ერთი ჭიქა წყალი თუ შეიძლება''.ქალმა მაშინვე მოართვა წყალი.ოლჭა მეორე სართულის აივანზე იჯდა და ყველაფერს ხედავდა... საჩქაროდ ჩამოირბინა კიბეები,გაირბინა აივანი,სადაც ჩვენ ვისხედით,მინდორზე დაეცა და მიწას თავს ურტყამდა.მე და ილია მისაშველებლად მივვარდით,ავაყენეთ,ცივი წყალი დავასხით და გრძნობაძე მოვიყვანეთ.  -ოლღა,გონზე მოდი!შენ ისევ შენებურად განაგრძობ,ნუ დაივიწყებ,რომ უკვე 70 წლის ვარ-უთხრა მას ილიამ  ოლღამ უსმინა,უსმინა და უთხრა:,,დაამთავრე ილია?ეხლა მე მომისმინე:ნუ დაივიწყებ,რა ბედნიერებაა ჩემთვის,რომ მოგიტანო ჭიქა წყალი,შენ კი ამ სიამოვნებას მართმევ....''

ილია,მოვდივარ!!!ოლღა ყოველდღე დადიოდა ილიას საფლავზე,სანთლებს უნთებდა და ლოცულობდა.მთაწმინდაზე ბინა იქირავა და იქ დასახლდა,რათა ქმართან ახლოს ყოფილიყო.საფლავზე ხშირად ხედავდნენ შავით მოსილ მოხუც ქალს,რომელიც ხალხს ევედრებოდა:-სანთელი დაუნთეთ ილიას,ვითომც ტაძარი აგიგიათო.არავინ იცოდა,რომე ეს ოლღა იყო.მას მაშინაც ვერ სცნობდნენ,ლუკმა პურისთვის ბაზრობაზე დიდი მწერლის წიგნებს ყიდდა.როცა საფლავზე სიარული აღარ შეეძლო,აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში დგებოდა,მთაწმინდას გაჰყურებდა და ჩურჩულებდა:,,მოვდივარ,ილი,მოვდივარ!''

Page 27: дшлф.doc

,,ჩემდა სანუგეშოდ ეს შენი წიგნებია.სანამ პირში სული მიდგას,ამით ვისიამოვნებ.ჩემისთანა ბედნიერიარა მგონია,ვინმე ყოფილიყოს,მაგრამ სოფელი და ჟამი გრძელი ყოფილა.ეს წიგნები ჩემთან ერთად დაიმარხებიან''-ოლღა გურამიშვილი

მკვლელები და მოხუცი ოლღაამბობენ,როცა მწერალიმოკლეს,სამოცდაათს მიღწეულ ოლღა გურამიშვილს ქმრის წერილები თან ჰქონია.გამწარებული ქალი მკვლელებს უყვიროდა:,,ამ კაცს ნუ მომიკლავთ,მე მომკალით,თქვე ურჯულოებო!ეს ქვეყანას სჭირდება!'' და ქმარს მკერდით ეფარებოდა.მაგრამ მტრებმა ქმარს მოგლიჯეს,მოხუცს თოფის კონდახი ჩაარტყეს და გონდაკარგული ღელეში გადააგდეს...

ეს იყო საუკუნის მკვლელობა და სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში...

Page 28: дшлф.doc

 ლევან გიგინეიშვილის ლექცია

მგზავრის წერილები – ანალიზი

“მგზავრის წერილები” ერთი კონკრეტული ნაწარმოები კი არ არის, არამედ ეროვნულ-

განმანთავისუფლებელი პროგრამა, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომელმაც ძირფესვიანად

შეცვალა XIX  საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის მიმართულება.  ნაწარმოების გმირები

ნათლად აჩენენ სხვადასხვა პრობლემის არსსა და გადაჭრის გზას. თუკი რუსი “იამშჩიკის” სახით

ილიამ ჩამორჩენილი რუსეთის სახე აჩვენა, ფრანსიელი  განვითარებული და მოწესრიგებული

ევროპის სიმბოლურ სახედ გვევლინება. “მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას

გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულმუცელი” – ამბობს ფრანგი და თან სიცილით

შეჰყურებს “პოვოსკასა” და მთელ რუსეთს. თუმცა განუვითარებელი რუსეთი საქართველოს არ

თმობდა და არც წინ წასვლის საშუალებას აძლევდა. რუს ხალხს ქართველები გაუნათლებელი

და მდაბიონი წარმოედგინათ  და თავი  მათ გადამრჩენელად დაესახათ. “ბარაქალა

მართმადიდებელ რუსეთს! სახელი და დიდება! საცა ფეხს შესდგამს, დაამყარებს ხოლმე

ცივილიზაციას”- ამბობს რუსი ოფიცერი და თავისი ჭკუითა და გონებით ტრაბახობს

ქართველთან, რომელიც სინამდვილეში მასზე გონიერიც იყო, ჭკვიანიც და განათლებულიც.

ავტორი საზოგადოებაზეც საუბრობს. იგი “ჭკვიანურ საბუთად” მიიჩნევს ხალხის

დამოკიდებულებას თერგდალეულებისადმი. ამიტომ ირონიით აღნიშნავს, რომ მას თერგისთვის

არც კი შეუხედავს. ავტორი საუბრობს იმ ოთხ წელიწადზე, რომელიც მან რუსეთში გაატარა და

ამავე დროს, ამხელს იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სამშობლო რუსეთის ჩინებზე

გაცვალეს და განათლება მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს. საზოგადოება

შეცვლილიყო, “ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის

უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?!

ერთურთს დავეყუდნით, ერთურთს ვიხვეწებდნით”. იმ დროისთვის კი საკუთარი ბედნიერების და

კარგად ყოფნის გამო სხვაზე აღარავინ ზრუნავდა, გული არც ერთმანეთის და არც სამშობლოს

დასახმარებლად აღარ მიუწევდათ. მრუშობამ და ღალატმა მოიცვა მთელი ერი. სწორედ ამ

საკითხზე საუბრობს ერთ-ერთი პერსონაჟი ლელთ ღუნია.

მოხევე გულისტკივილით  იხსენებს ძველ დროს, როდესაც ადამიანები ქვრივ-ობლებს,

გაჭირვებულებსა და დაცემულებს ეხმარებოდნენ. მაშინ მტრის წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ

და ხმლით იგერიებდნენ მას. თუმცა მშვიდობა არ იყო, მაგრამ ხალხი ერთსულოვანი იყო,

ბრძოლაში სახელს ითქვამდნენ და ამით სარჩო-საბადებელსაც შოულობდნენ. ყველაზე მეტად

კი აწუხებს, რომ თავისუფლების დაკარგვამ ტრადიციებისა და ერთობის დაკარგვაც გამოიწვია.

ავტორის თანამედროვე დრო სრულიად განსხვავდებოდა ძველი დროისგან. ლელთ ღუნია

ფიქრობდა, რომ  ”ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი, ანგარი

გვერივნის, ერთ-სულობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდის”. მტერი და მოყვარე

რთული გასარჩევი გახდა. მაწიოკებლის წინააღმდეგ კი იარაღსაც ვეღარ იყენებდნენ. მათ

სახლებს ახლა ვაჭრები იკლებდნენ. “მთის კაცი მახევე სვამეხის კერძია”. მათგან თავდასაცავად

კი აღარც ხმალი ჭრიდა და აღარც სიტყვა. ყველა ცალ-ცალკე იბრძოდა საკუთარი

Page 29: дшлф.doc

ბედნიერებისთვის, საერთო საქმე კი არ კეთდებოდა. დამოუკიდებლობადაკარგული ერი მისი

აღდგენისთვის აღარ იბრძოდა. უხმარ სატევარს კი ჟანგი ედება, “უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი,

ჭია-ჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის”. ქართველების უმოქმედობამ მათ შორის შურსა და

ბოროტების გაღვივება გამოიწვია. ამ ყველაფრის მამხილებელია “მგზავრის წერილები” და,

ზოგადად, ილია ჭავჭავაძის შემოქმედება.

Page 30: дшлф.doc

მგზავრის წერილებიილიას ,,მგზავრის წერილების” ახალგაზრდა ლირიკული გმირი თავისი ცხოვრების მეტად მნიშვნელოვან მიჯნასთან დგას და იმ პრინციპებს, მრწამსს აყალიბებს, რომლებმაც მისი შემდგომი არსებობა უნდა წარმართონ. იგი ფაქტობრივად საკუთარ ბედს წყვეტს, გადამწყვეტი პიროვნული არჩევანის აქტს ახორციელებს. თერგის და მყინვარის, დღის და ღამის სახეთა თითქოსდა აბსტრაქტული, რიტორიკული შეპირისპირებაც ამ პიროვნული არჩევანის აქტის, ილიას წინაშე წამოჭრილი ზნეობრივ-მსოფლმხედველობრივი დილემების გამომხატველია.,,მგზავრის წერილებში” თავდაპირველად ილია სატირიკოსად გვევლინება და სასტიკად დასცინის იმას, რასაც ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება – დაწინაურებულ ევროპასთან შედარებით აშკარად ჩამორჩენილ რუსულ სახელმწიფოს. ამ სახელმწიფოს ტიპიური ჩინოვნიკის ილიას მიერ შექმნილი კარიკატურული სახე ტევადია, მრავლისმთქმელია. მის კომიკურ ნაკვთებს შორის ყველაზე სასაცილო შოვინისტის და იმპერიალისტის მისიონერული, განმანათლებლურ-ცივილიზატორული ამბიციაა, ცრუ ინტელექტუალიზმი და პროგრესისტობაა, უბირი კაცის მჩატე თაყვანისცემაა მეცნიერების და განათლების მიმართ, მეცნიერ-გამომგონებლობის აბსურდული პრეტენზიაა.ილიას თვალთახედვით, რუსეთის მიერ ზერელედ დანერგილი, სუროგატული განმანათლებლობის, ცივილიზებულობის და ევროპეიზმის ნაცვლად საქართველო ჭეშმარიტ განმანათლებლობას და პროგრესს, ევროპეიზმს უნდა ეზიაროს.ილიას განამანათლებლური მრწამსის თანახმად, ყოველგვარი სოციალური და ეროვნული სატკივარის პირველმიზეზი გონების ძილია, უმეცრება და გაუნათლებლობაა, რის სიმბოლოსაც ,,მგზავრის წერილებში” ღამე წარმოადგენს. ღამე, ისევე როგორც რუსთა მიერ ნაქები ,,მამულის კვამლი”, გონების დამბინდველი ილუზიების განმასახიერებელიც არის, რომლებიც ზელს უშლის ქვეყნის მძიმე რეალობის ნათლად დანახვას, ,,მართალჭვრეტას” და გვარიგებს ამ რეალობასთან. გონების სიბნელე ხელსაყრელია ტირანებისთვის, რადგან უბირი ადამიანების მართვა უფრო იოლია. ამიტომ საქართველოს ხსნა გონების სინათლეშია, ნათელ, რეალისტურ აზროვნებაში და განათლებაშია, რასაც სიმბოლურად დღე განასახიერებს.დღე ამასთანავე განასახიერებს ინტენსიურ საზოგადოებრივ ცხოვრებასაც, განსხვავებით ღამისგან, რომელიც ილიას მიერ უარყოფილ, რომანტიზმის ერთ-ერთი ნაკადისთვის დამახასიათებელ მარტოობის კულტს, სამყაროსადმი მჭრეტველობით-პასიურ დამოკიდებულებას, სამყაროს ირაციონალურ, იდუმალ ძალთა პოეტიზაციას უკავშირდება. დინამიური და ენერგიული, ბრძოლით აღსავსე საზოგადოებრივი ცხოვრება, რომლის სიმბოლო დღის გარდა თერგიც არის, არამარტო მიმზიდველია, არამედ მტანჯველიცაა თავისი მშფოთვარებით – ამას ილია მკაფიოდ აცნობიერებს. და მაინც ის აკეთებს არჩევანს იმის სასარგებლოდ, რაც ქვეყნის განვითარების და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი.ისევე როგორც ,,დაკარგულ ედემში”, ,,მგზავრის წერილებშიც” თვით საქართველოს ბუნების სული მოითხოვს ქვეყნის თავისუფლებას. ამ თავისუფლებისმოყვარე სულის ხორცშესხმაა არაგვი ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისაში”. თუმცა ამ ორ ნაწარმოებს მხოლოდ ეს არა აქვს საერთო.,,მგზავრის წერილები” შეიძლება აღვიქვათ როგორც ილია ჭავჭავაძის პასუხი, რეაგირება ბარათაშვილის პოემაში გამოკვეთილ კითხვებზე და თვალსაზრისებზე. ილიას მიერ დახატული რუსი ოფიცერის სახე თითქოს რუსთა მმართველობის აუტანლობაზე ლეონიძის მსჯელობის ილუსტრაციაა. მშვიდობის თემა, რომელიც ერთ-ერთი საკვანძოა ლეონიძის და ერეკლეს კამათში, ,,მგზავრის წერილებშიც” საგანგებოდ აქცენტირებულია : ერეკლე

Page 31: дшлф.doc

რუსების მიერ საქართველოში მშვიდობის დამკვიდრებას იმედით მოელის, ხოლო ლელთ ღუნია თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე თითქოს ერეკლეს ეკამათება და თვლის, რომ სხვათა მიერ დამყარებულ მშვიდობაზე უმჯობესი საკუთარი ცხოვრების წესის მიყოლა და სარისკო, მაგრამ ღირსებაზე დამყარებული თვითარსებობაა.

„ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.“

„ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო

ძლიერ მავნებელია.“

„არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.“

„ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი – იმისთანა, თუ არ ირწმუნებ,

ვერ დაინახავ.“

„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა,

თავისი ვინაობა.“

„ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.“

„აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.“

„ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა

ირჯებოდეს და მუშაობდეს!“

„ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა.“

„გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.“

 

„ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.“

„ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.“

„ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი.“

Page 32: дшлф.doc

„მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძნდება.“

„ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა.“

„პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო კი

ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი

სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს.“

„რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებითო.“

„კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.“

„ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე,

გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.“

„შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ.“

„წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა.“

„ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე; იმიტომ,

რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ

არის.“

„ვინც ლაფში თავიდან ფეხებამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი

ლაფი იმასაც არ მოაცხოს.“

„ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი ერთსა

და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულოვნებით, ერთგულებით ძლიერია.“

„თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა.“

„კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა

სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა.“

„ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი.“

„მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი

მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე.“

„სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.“

„ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.“

„ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ

სიტყვად არ მიაჩნია.“

Page 33: дшлф.doc

„ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად

იცხოვროთ.“

„ის იცინის კარგად, ვინც ბოლოს გაიცინებსო.“

„ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა

და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ.“

„ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.“

„დედაც კაცია, – გვეუბნება ჩვენი ენა, – და მამაცაო.“

„ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია.“

„ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა, – და არც მოტეხილი ფეხისთვის არის

უებარი წამალი.“

„ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან

რჩენია და რგებია.“

„თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.“

„კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა

დღეს მე ვის რა ვარგე?“

„სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა: სულგრძელობითა ძლევა სჯობს

ვაჟკაცობითა ძლევასა.“

„სიტყვა თქმაა და არა ქმნა. თქმასა და ქმნას შორის დიდი ზღვარია.“

„რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, – პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს.“

„ღონიერი და ჭირთა მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია,

ცოდნის ძუძუთი გაუზრდია.“

„ხეს ვერ გაზრდი იმ დროზე ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს.“

„ხმალი მაშინ უფრო კარგია, როცა ის ფარია და არა სატევარი.“

ერთი „მაქვს“ სჯობს ათას „გქონდა-ს“.

„პატიოსანთ მტერთა შორის მოციქული ნამუსია.“

„ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ

იქნებიან.“

Page 34: дшлф.doc

„უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა.“

„ფული რამდენადაც ბევრია, იმოდენადაც ხარბია და გაუმაძღარი.“

„მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძვნდება, ვერ აშენდება.“

„ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა არც გატანილი.“

„დამალული ჭირი ძნელია, პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი.“

„მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ

ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ.“

თუ სახელის შოვნა გინდა, დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას:

„ნანერგითა შენითა მარგე“.

„პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი

საქმე გამოვიდეს.“

„დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება – ორი უძლიერესი გრძნობაა

ადამიანისა.“

„კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის

ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს.“

„ადამიანი ადამიანობს მარტო პატიოსნებით და ნამუსითა, და ვინც ეს იცის, იმისათვის

შებღალვა ან ერთისა ან მეორისა ყოველს დანაკლისზედ უმძიმესია, ყოველს მწუხარებაზედ

უდიდესი მწუხარებაა.“

„ზნე-ჩვეულების გაუწმენდელობა და გაუნათლებლობა არის მიზეზი, რომ ქვენა გრძნობანი

ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდებიან ხოლმე, ტყუილი მართალის ნიღაბ ქვეშ დაიარება

და ყალბი ხალასად გადის.“

„დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ

ადამიანს ჭკვა-გონების გარდა გულიცა აქვს, რომელსაც კაი-კაცობისათვის ისეთივე წურთვნა

და გახსნა უნდა, როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა.“

„გულდამჯდარად, აუჩქარებლად, მართებულად, გულმტკივნეულად და გულწრფელად

ნათქვამი სიტყვა, თუნდაც წუნისა, უფრო მჭრელია, უფრო შემძლებელი, ვიდრე

ნიშნმოგებული, გაწიწმატებული და გაბოროტებული ავყიობითა და წიწლაკიანობითა.“

„ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არა-მყვირალა და ჩხავანა მოღვაწეობა, – საცა უნდა იყოს, – თუ

გულმხურვალეობით არის გამთბარი, გულმოდგინეობით წარმართული, ერთგულობით

ძირმაგარი და პატიოსნებით ნათელცხებული, – უტყუარი ნიშანია თითონ მოღვაწის დიდ-

ბუნებოვანობისა.“

Page 35: дшлф.doc

„მართალია დიდად წარმატებული გონება და გული უნდა ჰქონდეს, რომ კაცი შემძლებელი

იყოს თავისი თავი გაითვალისწინოს და თავის-თავს მსაჯულად გაუხდეს პირუთვნელად,

იმიტომ რომ იგი ერთსა და იმავე დროს მსაჯულიც უნდა იყოს, მოსარჩლეც, ბრალმდებელიც

და ბრალდებულიცა.“

„ნუ გგონიათ რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა, და მაშასადამე, სხვის

მწუხარებით მწუხარებისაც, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანებისა,

დიდკაცობისა, და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა, მაგ მადლს ღმერთი კურთხევით

უწყალობებს ხოლმე.“

„მართალი უთქვამს ვინცა სთქვა, რომ ორნაირი სათნოებაა ქვეყანაზე ადამიანის ღირსების

აღმნიშვნელი: ერთი უქმი, რომელსაც მოსდევს არა ქმნა ბოროტისა, მეორე მოქმედი,

რომელსაც მოსდევს ქმნა კეთილისა. პირველი მაგდენი ვერაფერი ღვაწლია, – სადიდებელი

კაცისა მეორე სათნოებაა.“

 

ილია ჭავჭავაძე

„მქმნელი იგი მთქმელიცაა, რომელსაც განწმენდილი აქვს თვალნი ზე ზეცისა და ქვე ქვეყნისა

საიდუმლოთა მხედველად, ყურნი – ზესკნელისა და ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა

მსმენელად, ხელნი – ცისა და ქვეყნის მაჯისცემის შემტყობად და ენა – ყოველ ამის

აღმომთქმელად და მთარგმნელად.“

„სხვაზედ მინდობა – ქვიშაზედ აშენებული შენობა ყოფილა და იქნება კიდეც ამ

ქვეყნიერობაში. წამოუვლის ნიაღვარი „შემთხვევისა“ და იმ იმედს, იმ მინდობას აღგვის

ხოლმე დედამიწის ზურგიდამ და იმედევნეულს, სხვაზედ დანდობილს, ერთს უდაბურს

ტინზედ გარიყავს, – შენს თავს შენვე მოუარეო.“

„მხოლოდ დიდ-ბუნებიანთა კაცთა თვისებაა ერთხელ რწმენილი და აღიარებული გაიხადონ

თავის სიცოცხლის საგნად და მის ქვეშ დაუგონ თავისი ცხოვრება, და თუ საჭიროება

მოითხოვს, შესწირონ თავი თვისიცა, ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირს, ვიდრე

საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე.“

„ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანი კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა

კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე წვრთნა ზნე-ხასიათისა

ზრდაა, გარკვევაა მისის სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის

კაცობისა, ადამიანობისა.“

„ვით მამა ზეცისა იყავნ შენ სრული“ – აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა, ვის რა

მანძილი გაუვლია. ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, – ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად

წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა სწრაფვა ამ გზაზე

Page 36: дшлф.doc

დაუღალავად სიარულისათვის, აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც

მთელის ერისა.

„ქურდბაცაცაზედ უარესნი არიან ისინი, ვინც იმოდენად ხელს იღებენ თავზედ, რომ

ცილისწამებით, ხმების დაყრით, ჩუმად და იდუმალად უბღალავენ თავის მოპირსპირეს

პატიოსნებას და ნამუსსა. რაკი ჯავრი ვისზედმე ჩაიდეს გულში, მაშინ იმათთვის

მოსარიდებელი აღარა არის-რა: კაცია, თუ ქალია, არ მოერიდებიან, რომ ყოველგვარი

ლაფი თავს გადაასხან და ერთსაც და მეორესაც სახელი გაუტეხონ, სახელი დაუმხონ.“

„დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვივა და ამაებმა

სრულიად წარწყმიდეს ჩვენში ის თვითმოქმედების ძალ-ღონე, რომელიც უწინ იყო და

რომელიც თუკი სადმე არის, ყველგან ხალხის ბედნიერების სათაურია და საფულძველიც.

ხსნა ჩვენი თვითმოქმედებაში და ერთიანობაშია, საცა კაცი თითონ არ არის, სხვისით არა

გაკეთებულა რა, საცა ერთი ვერას იქმს, იქ ოცსა და ორმოცს ერთად შეუძლიან ჰქმნას.“

„უღონობა ქვეყნისა მარტო უფულობა და უქონლობა კი არ არის, როგორც ეხლა ბევრსა

ჰგონია, არამედ უფრო ისა, როცა სათნოებიანი, კეთილ-მომქმედი, მაღალ-ზნეობის კაცი არა

ჰყავს. სიმაგრე ქვეყნისა, ქვეყნის ძალ-ღონე, ერის შემნახველი და გამდიდებელი ქვითკირი

ადამიანის ცხოვრებისა მარტო სათნოებაა და მარტო სათნოებიანი კაცი ჰქმნის ამ

წუთისოფელს ტაძრად, – სადაც ღმერთს ადიდებენ, და სამოთხედ, – საცა ბედნიერება

ადამიანისა ჰსადგურობს.“

„ჭეშმარიტი განთლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის

ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი

განათლებული არ არის, და ჩვენის ფიქრით, ისევ გონება განუვითარებელი და ზნე-ხასიათ

გაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწვრთნელი,

ამიტომაც დღევანდელ დღეს ადვილად შესაძლოა შეჰხვდეთ, – კაცი ცოდნით ერთი იყოს,

მოქმედებით და ცხოვრებით კი – სრულიად სხვა.“

„ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა და ნურავის ნუ უკვირს, თუ ამ ვინაობის

შემაგინებელს, შემბღალველს, ყოველი პატიოსანი კაცი სამართლიანის გულის წყრომით ზედ

აეგება. განათლება პატიოსანს კაცს „სილბოს აძლევს ნაქსოვისას“ – როცა სხვას უნდა „გული

მისცეს გულისათვის“ და საშველად ხელი მიაწოდოს, და „სიმტკიცსე ნაჭედისას“ – როცა

თავის საკუთარს ვინაობას ჰპატრონობს. იქ „სილბო“ ღირსებაა, აქ კი ლაჩრობა, იქ „სიმტკიცე

ნაჭედისა“ გულქვაობაა, აქ კი – ღირსება.“

„ბოროტის უქმნელობა კი არ იზიდავს, კი არ გამსჭვალავს ადამიანის გულს, არამედ ქმნა

მადლისა, მარტო მადლის-მყოფელის წინაშე ადამიანი უნებლიეთ იხრის თავს, იყრის

მუხლსა და განცვიფრებული მეტყველებს სიტყვით თუ უსიტყვოდ ქებასა და დიდებასა. ეგ

იმიტომ, რომ ჭეშმარიტი კაცობა არ ქონა ცოდვისა კი არ არის, არამედ ქონაა მადლისა.

კაცურის კაცობის ნიშანი minimum-ი სათნოება კი არ არის, რომელიც არ-ცოდვის საზღვარია,

არამედ maximum-ი, რომელიც მადლის სამფლობელოა და საუფლისწულოა.“

Page 37: дшлф.doc

„კაცმა რომ კაცს უთხრას, შენ საქმე არ იციო, არა მგონია ეს უზრდელობაში ჩამოართვას

ვინმემ. ასეც კი უნდა ითქვას სხვათა შორის, რომ მართლმსჯელობას გახურებულის რკინის

თვისება აქვს. იგი სწვავს, როცა სუსტს მხარეს შეეხება ხოლმე და მაგ თვისებას ვერავინ ვერ

ჩამოართმევს მართლმსჯელობასა ზრდილობის სახელითა. ყველას ემწვავება ხოლმე, როცა

ვარაყით მოოქროვებულს კაკალს დაჰხარის, შიგ კაი გული დევსო, და თქვენ-კი გაუტეხთ და

შიგ გულის მაგიერ ჭიის საბუდარს დაანახვებთ.“

„თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვცარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ, იმიტომ

რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა

სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს

თვითოეული თავის კერძს ცხოვრებისას, და კეთილის-მოქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის

ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე

კეთილი, – სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა.“

„ჩვენის ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულთ-მომქმედი

მხნეობა, თავ-გაწირვა, თავ-დადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათელით არის განსხივებული, იმ

შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ“, წმინდა ნინოს მადლით

და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზედ, სხივოსანის

ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც

უდიდესია, უძლიერესია ყოველსა მცნებაზედ: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“

„სვიმონ მესვეტე სვეტზე ავიდა იქ მიეცა გახრწნილებას სულის საოხად, და ნუთუ ეს

სიზარმაცით მოუვიდა და ქვეყანას იმიტომ მოერიდა, რომ ქვეყანა ხელ-ფეხის მოძრაობას,

გარჯას და მუშაობას ჰთხოულობდა და სვეტზე-კი უძრავად შეეძლო დებულიყო. ამისთანა

ამბავს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც თავს იმალავს ადამიანის მრავალფერს ბუნებაში, და

რამოდენად ეს ფარულნი მიზეზნი შორს არიან უბრალო სიკვდილის შვილთა თვალთათვის,

იმოდენად მათი პოვნა და მიგნება ხვედრია მარტო იმისთანა კაცებისა, როგორიც

რუსთაველია და სხვანი.“

„შეჭიდება ჰოსი და არასი, მათი ერთმანეთთან დაპირისპირება და ამ გზით კვლევა

მართლისა – კრიტიკაა. კრიტიკა ბუნებითად ისეთი რამ არის, რომ ერთსა და იმავე დროს,

ერთისა და იმავე საგნის კვლევაში „ჰო“-საცა და „არა“-საც ამოქმედებს მართლის

გამოსარკვევად და გამოსაჩენად, იგი ნებას არ იძლევა, რომ ან ერთმა და ან მეორემ ცალკე

გასწიოს და ცალ-კერძ სჭიმოს ჭაპანი ძიებისა და კვლევისა. როგორც ურემი სწორედ ვერ

გაივლის, თუ ცალ-მხრივ გააწევინე ხარსა, ისეც ძიება და კვლევა ჭეშმარიტებისა, ცალ-კერძ

ტარებული და განზიდული.“

„სავსება ერთობ ადამიანისა იმაშია, რომ მის გონების აღმატებულებას შეწონილ ჰქონდეს

აღმატებულება ზნე-ხასიათისაცა. საჭიროა ზნე გაწმენდილი და გაფაქიზებული ჰქონდეს

პატიოსნებითა, ნამუსიანობითა, კაცთმოყვარეობითა და სამართლიანობის გრძნობითა.

უამისოდ მისი მსჯელობა და ყოფა-ქცევა ერთმანეთს გადუდგება, ერთმანეთს არ

შეეთანხმება, მისი აზრი სხვა იქნება და ყოფა-ქცევა სხვა, გონება ერთს ეტყვის და გული სხვას

Page 38: дшлф.doc

აქმნევინებს. უზნეობა, უხასიათობაც ეს არის და ამ უზნეობითა და უხასიათობით არის ავი,

ზნეუწვრთნელი სწავლული კაცი.“

„მძლედ მობურთალნი ქვეყნიერობის მოედანზედ მარტო დიდხასიათის კაცნი არიან. ქვეყნის

ღერძს მარტო ის ატრიალებს, ვისაც მიჰმადლებია გულთასრულობა, დიდ-ხასიათობა, იმისდა

მიუხედავად, – ტრიალი ემარჯვათ, თუ ემარცხათ. ყოველივე დიდებული საქმე რითაც-კი

კაცობრიობა ჰქადულობს და თავს იწონებს, ქმნილია ხასიათიან კაცთა მიერ და არა ვისმე

სხვისაგან. ამიტომაც ხასიათიან კაცის წინაშე ყველა უნებლიეთ თავს იხრის, მოწიწებით და

სასოებითა: ამიტომაც ყველა, დიდი და პატარა, უკან მისტირის, როცა ამისთანა კაცი მიდის

უკან დაუბრუნებლად და სამუდამოდ.“

„უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე,

პირიდამ თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ

ამისთანა ცთომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე

განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ეს და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ, ის

მხოლოდ ეძებს სიმართლეს და ემსახურება ჭეშმარიტებას; ის ცდილობს გამოაჩინოს

შეუბრალებლად რაც ცუდია – ცუდად, რაც კარგია – კარგად. პირფერობა და ურცხვი უალაგო

ქება გლახის და მათხოვრის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა.“

„ყოველი კაცი ბედნიერებისათვის იღწვის, მაგრამ ყოველს კაცს მიჩნეული არა აქვს თავის

საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება, ანუ, უკეთ ვსთქვათ, თავისი საკუთარი

ბედნიერება სხვის ბედნიერებასთან განუყოფლად ყოველს კაცს ვერ გაუერთებია. ეს ისეთი

მძიმე გასადები ხიდია, ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა, რომ თვითეული ბიჯი ღვაწლია და

მსხვერპლი, და რადგანაც ღვაწლია, რადგანაც მსხვერპლია, ამიტომაც მადლია, და

რადგანაც მადლია, ამიტომაც გულთა მიმზიდველია, გამმსჭვალავია გაოცებამდე,

გაკვირვებამდე. ამისთანა კაცი მზესა ჰგავს, რომელსაც ბრმაც-კი ჰგრძნობს, თუმცა არა

ჰხედავს.“

„დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა, იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც

საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს, არა

ბატონებო, ეს იმისთანა განკითხვაა საცა თითონ ბრალეული თავისის-თავის გამკითხველია

და მსაჯული, „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის

საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო, რაკი ეგრეა, ყველა

კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისი ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ

სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილ-უბტრალოდ არ

გააქარწყლოს.“

„თვით იკვლიე, თუ შეიძლება და გარემოება შეგწევს, მოსჩხრიკე, შეამოწმე, და თუ

ავტორიტეტის აზრი გამართლდა, დაიჯერე მხოლოდ მაშინ, და ამ სახით შენს საკუთარ

რწმენად გარდაჰქმენ სხვისაგან აღმოჩენილი და ნაკვლევი. ხოლო საცა გონება და ჭკუა,

რომელისამე მიზეზით, ვერ მიგიწვდეს და არჩევანში ხარ, შენს არ-გამოკვლეულს აზრს, არ-

ცოდნას, სხვისი, სახელგანთქმულის მეცნიერის, გარკვეული აზრი და ცოდნა მოაშველეო –

Page 39: дшлф.doc

აი, ეს არის ეხლანდელი მოძღვრება ავტორიტეტების გამო, და ღრმად დანდობა კი, და

აყოლა სხვისა იქ, საცა შენი საკუთარი გონება საბუთიანად სხვა რიგად გიჭრის, – ეგ

უწინდებური ცოდვაა, უგუნურობად მიჩნეული და სამრთლიანად განდევნილი, უარყოფილი.“

„პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით

ექცეოდეს, ეგ ადამიანის პატივისცემა კი არა, ეგ შეურცხყოფა იქნება. ცუდია, თავის

მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს

წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო, რომ მწარეაო. არა, ჭეშმარიტი პატივისცემა ის კი არ

არის, რომ პირში, გულახდილად, ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე

უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ შურაცხჰყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა,

ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი კანონი, რომელიც კაცს კაცად

ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავის-თავს კაცად სცნობს და აღიარებს.“

„პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით

ექცეოდეს, ეგ ადამიანის პატივისცემა კი არა, ეგ შეურცხყოფა იქნება. ცუდია, თავის

მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს

წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო, რომ მწარეაო. არა, ჭეშმარიტი პატივისცემა ის კი არ

არის, რომ პირში, გულახდილად, ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე

უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ შურაცხჰყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა,

ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი კანონი, რომელიც კაცს კაცად

ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავის-თავს კაცად სცნობს და აღიარებს.“

„ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს

ერს თავის დიდებულ და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა

საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს თავისის

ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ-ბუნებოვანი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი,

კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ

ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსეულს

უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის

მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა, და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი

დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში.“

„ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია, რომლითაც იგი ადამიანობს, ვით

კერძო ღვთისა. ის ერთი – სული და გულია, უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი. ეგ

ღვთაებრივი ნიჭი, როგორც ყველაფერი ღვთაებრივი, დროთა მბრძანებელია და არა ყმა.

შესაძლოა, ხორცი დაბერდეს, დაუძლურდეს, სული და გული კი ისევ ჰყვაოდეს, ზეგარდმო

მადლით შუქმოფენილი და მრავალფერად გადაშლილი, თუკი ადამიანი საკადრისად

უპატრონებს, ადამიანურად მოუვლის, ხორცის მბრძანებლად გახდის და ხორცს არ

გაალახვინებს. მე ვსთქვი – ეგ ნიჭია-მეთქი და ნიჭს ზრდა, წვრთნა, გახსნა და გაშლა უნდა.

ყოველი, ცოტად თუ ბევრად სხვაზედ აღმატებული კაცი არ შეიძლება ამ გზას ასცდენოდეს,

და ამიტომაც მოხდება, რომ ხორცით დაბერებულს, სული და გული ჭაბუკისა შერჩება ხოლმე

Page 40: дшлф.doc

საფლავის კარამდინა. უკეთსენი და უდიდესნი კაცნი ქვეყნიერობაზედ ამისთანანი

ყოფილან.“

„ერი თავის გმირებში პოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს

და შემძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების

გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ-ბუნებოვანების შარავანდედითა და,

თაყვანსა სცემს სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი თხოვნა, იმათი

დაუვიწყარობა. თუნდ ეგეც არ იყოს, შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა რომ

იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო

მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიაჩნია კეთილად, და რა კეთილი

– ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და

რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს,

უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილის არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას

გახდება.“

„თვითმსაჯულობა, თვითმხილველობა, გონებრივი უმაღლესი წერტილია ადამიანის

განვითარებისა და წარმატებისა. შესაძლოა კაცს მრავალი ცოდნა ჰქონდეს, და ის უნარი კი,

რომელიც თავისით ჭრასა და კერვას მოასწავებს გონების საქმეში, არ გახსნოდეს, არ

გაშლოდეს სამოქმედოდ. იგი „ჰოს“ სათქმელსაც და „არას“ სათქმელსაც ერთნაირის

სიფრთხილით, ერთნაირის აწონ-დაწონვით ეპყრობა. იგი იმითაა ღირსეული, რომ „ჰოს“

საბუთსაც ისეთისავე გულმოდგინებით იძიებს, როგორც „არას“ საბუთსა, რადგანაც სახელში

მარტო მართალი აქვს და სხვა არარა. ამისთანა კრიტიკა მართლმოყვარე გამომძიებელია

და მართლგამკითხავი სასწორი: თუნდ რომ „ჰოს“ გზით შეუდგეს თავის საქმეს, თუნდ „არას“

გზით, ორმავე გზამ მართალთან უნდა მიიყვანოს, ამიტომაც კრიტიკა ერთს გზასაცა ჰხმარობს

და მეორესაც, იმისდა მიხედვით, თუ – რა საქმეში რომელი უფრო უტყუარად და ადვილად

აპოვნინებს მართალსა.“

„გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო:“ ჩვენ გულს გაგვიგმირავს

ხოლმე ცხოველი სიტყვა, ჩვენი ძმისვე სიკეთე, ჩვენი ძმისვე ჩვენთვის თავგამოდება.

პირველი ქვა, რომელიც თავგამოდებულს მოხვდება ხოლმე, ქართველისაგანვე არის ხოლმე

გამოტყორცნილი. წადი აქა და ძლიერი მუხლი ნუ მოგეჭრება. რათა ვართ ასე? იმიტომ, რომ

ჩვეს აზრსაც, გრძნობასაც გადავჩვეულვართ, მერე ასე გადავჩვეულვართ, რომ ცოცხალი

აზრი, პატიოსნური გრძნობა, უანგარო გულმხურვალება, თავგამოდებული ხალისი რომ

ვნახოთ, ვერც კი ვიცნობთ. ეს კიდევ არაფერი, რომ ვერ ვიცნობთ: ავიღებთ და იმასაც

ლაფში გავსვრით, – იმ მიზეზით, რა მიზეზითაც დიდხანს ბნელს საპყრობილეში

დამწყვდეული კაცი, როცა მზეზედ გამოვა, თვალებზედ ხელს იფარებს, რადგანაც სინათლეს

ისე გადაჩვეულა, რომ სინათლე თვალებსა სტკენს, და ამის გამო რაც ნათელია,

ბრწყინვალე, იმას თვალების აფარებით აბნელებს.

„ხოლო გამხელა და გაკიცხვა წუნის დადების საზღვარს არ უნდა გადასცილდეს. წუნის

დადება და ლანძღვა-თრევა, შორის-შორია, შუა დიდი მანძილი უდევთ. განა ცუდს – ცუდი,

Page 41: дшлф.doc

ავს – ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შეულახებლად, ადამიანის გაულანძღველად,

თავლაფ-დაუსხმელად? ამ შემთხვევაში ავის მომქმედი არ უნდა გააბოროტო ლანძღვითა და

თრევითა, იმიტომ რომ გაბოროტება, ვით ძლიერ თავდაუჭერელი ვნებათა-ღელვა, გულის-

ყურის კარს დაუხშობს და იმ ზნეობით ძალს, რომელსაც ნამუსს ეძახიან და რომელიც

ჭეშმარიტი გამკითხავია და მწურთვნელი კაცისა, ხმას აღარ ამოაღებინებს. ავის საქციელის

მდევნელი ზრდილობიანი, მართებული გონება-გახსნილი პატიოსანი კაცი რისთვის აღიძვრის

ხოლმე დევნად? იმისთვის ხომ არა, რომ ზოგიერთებსავით სიხარულით ქუდი ჭერსა ჰკარს,

ჩემს მოძმეს ძლივს ცუდი ვუპოვნეო და ძლივს ჩემს ლანძღვით სავსე გუდას პირს მოვუხსნიო,

არამედ იმისთვის, რომ ან ავის მომქმედს ავი მოაშლევინოს, ან ავზედ სხვას აუხილოს

თვალი.“

„ტვინი თუ ნაჩვევი არ არის თვითმსჯელობასა, თუ თავით თვისით ნავარჯიშები არ არის, თუ

მის პატრონს დაბადებითვე ნათხოვრებით გამოუზრდია – „ვერ მოგართვის“ მეტს ვერას

ეტყვის გაფითრებულს პატრონსა. ეგრე უნუგეშოდ გამოსტუმრებული ტვინის პატრონი თუმცა

სასოწარკვეთილებას მიეცემა ხოლმე, მაგრამ დიდის ხნობით კი არა. ტვინის სადგურში ერთი

მივარდნილი კუნჭულია, საცა ერთი ბრმა – ნიჭი ადამიანისა ბინადრობს, ის ნიჭი ტვირთთა-

მზიდველ სახედარსავით ყოველთვის მორჩილია, ქვევრის თვისება აქვს, რაც ერთხელ

ჩაგიძახნია, იმას ყოველთვის ამოიძახებს და სახელად ჰქვიან მეხსიერება. აი ეს ბატონი

მეხსიერება მიეშველება ხოლმე ტვინისაგან განუკითხველს მწერალსა და გზას უჩვენებს ვაი-

ვაგლახიდამ დასახსნელს, მაშინ დაიძვრის ხოლმე მეხსიერების სიღრმიდამ ყოველივე

ნაგავი, რაც გაზეპირების ქარს და წაღმა-უკუღმად წიგნის კითხვას ოდესმე მოუბუქავს, ენაზედ

მოაყენებს ყოველს – გონებაში ჩარჩენილს უთავბოლო ფრაზებს, იმას კი არა ფიქრობს, რომ

იმას გულის ფრიალის წამალს სთხოვენ და ის კი ტვინ-დათხეულსავით იძახის: მწყურვალის

წამალი წყალიაო.“

„უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე

უფრო ჭირია. ჭკვიანი უცოდნიარი ყოველთვის თავის ქერქშია, – რაც არ იცის, იმაზე სჯასა და

ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, აქ იგი მეტიჩრობას

ვერა ჰკადრულობს, დუმილს უფრო რჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და

გონების თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონს-დასწონს და ამნაირად თავის საკუთარ

აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს

ისწავლის, გაითვალისწინებს და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და

საუბარსა.

ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავის თავი სხვაზე მეტი არ ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ

იკვეხის, თითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს, მან თავის

ყადრი და ადგილი იცის და სხვისაც ერთნაირად, მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას და

ნამეტნავად მეტიჩრობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე ხელს არ

იწვდენს, მეტს სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ

ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც

სამარცხვინო ოინებს ახლოც არ ეკარება.“

Page 42: дшлф.doc

„რასაკვირველია, ვინც ღრმად დაკვირვებას საგნისას ჩვეული არ არის, ვისაც გონების

თვალი არ უჭრის და ტფილისის ბულვარის მოძღვრება კაცობრიობის მოძღვრებად უწამებია,

იმას ადამიანის „მე“-ს ხსენებით მიზეზი მიეცემა იაფის ფასის ლიბერალობა გასწიოს და ჩვენ

შეგვწამოს, ვითომც ჩვენ იმ სამართლიანად გმობილს ეგოიზმს ვქადაგებდეთ, რომელიც

ეჩოსავით სულ თავისკენ ითვლის, ყველაფერს თავისთვისა სჩემობს. არა, ჩვენ იმ

გრძნობაზედ ვლაპარაკობთ, რომელსაც ადამიანის საკუთარის ღირსების გრძნობა ჰქვიან და

ურომლისოდაც არც კაცი კაცად იხსენება და არც საზოგადოება საზოგადოებად. ადამიანს

მისი “მე” გაუნადგურეთ, მის საკუთარ კერაზედაც ნუ მოასვენებთ, შინ შეესიენით, სჯიჯგნეთ და

ჰსწეწეთ სულიერად თუ ხორციელად, დღემუდამ შიშს ქვეშ ამყოფეთ, ან ეხლა შემომიხტებიან,

ან ეხლაო, ერთის სიტყვით, საკუთარის ღირსების გრძნობა აჰყარეთ და გაუქარვეთ და რაღა

დარჩება ადამიანს ცხოვრების საგნად? რისათვისღა გაისარჯოს? რისათვისღა იღვაწოს?

რისათვისღა მისცეს მხარი თავის მსგავსსა, თავის მოძმესა? ან რისთვისღა უნდა თითონ

საზოგადოების არსებობა? ტყის ნადირი რით იქნება უარესი ამრიგად გათახსირებულ, ამ

ყოფაში ჩავარდნილ ადამიანზედ? რა განსხვავება იქნება პირუტყვსა და იმისთანა ადამიანს

შორის, რომელსაც თავისი „მე“, თვისი ვინაობა, თვისება, თვისი პიროვნება და ღირსება

დაჰსჩაგვრია.“

„კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შესწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს.

რატომ? იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავს დააყენებდა და

იტყოდა: მე უანგაროდ ამას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი “არა” იქნებოდა

რასაკვირველია… „მაშ, არც ის იქმოდა“, – დაასკვნის გონიერი ქართველი; და გამოვიდა,

რომ პატიოსანი თავგანწირული კაცი გაუპატიურებული იქნებოდა ქართველის თვალში.

თითონ რომ სიკეთეს გადაჩვეულა, სხვისაგანც სიკეთე აღარა სჯერა; აღარა სჯერა, რომ იმ

დედამიწაზედ, საცა თითონა სცხოვრობს და ათასი კიდევ მის მსგავსი, აღარა სჯერა – რომ იმ

დედამიწაზედ კაცი არის, რომელსაც სიკეთე სიკეთისათვის უყვარს, რომელსაც იმოდენა

სულის ძალაცა აქვს, რომ თუ გაჭირდა, სიკეთისათვის თავსაც დასდებს. ქართველი, როგორც

თითონ არის, ისე თავის მოძმეც ჰგონია; ამიტომაც ყოველი პატიოსანი საქმე პატიოსნობის

სიყვარულისაგან კი არა ჰგონია წარმომდგარი, არამედ რომელიმე დაბალი და სამარცხვინო

გრძნობისა და წადილისაგან. ამით ჩვენში ყოველ ბრწყინვალე საქმეს სამარცხვინო ფერს

მოაცხობენ ხოლმე, ყოველს კეთილშობილურს განზრახვას, ლაფით მოსვრიან, ყოველს

თავგამოდებითს ხალისს ადრე და მალე ჭუჭყიანის ხელით ფრთას მოჰკვეთენ ხოლმე. დიდი

სულის ღონე უნდა, რომ კეთილმა კაცმა თავი შეიმაგროს და საზოგადო განკიცხვის კიჟინამ

არ შეაყენოს თავის დანიშნულ საგნის შუა-გზაზედა.“

„როცა საზოგადო მნიშვნელობის აზრი ამოქმედებს სიტყვას, მაშინ თითონ თქმა ქმნად

გადაიქცევა ხოლმე. ამ გზით სულჩადგმული ცხოვრება მოედანზედ გამოდის და

შემოქმედებითი ძალი ცხოვრებისა აღარ უქმობს, არამედ იღვიძებს და ფრთას ისხამს. ეს

შემოქმედებითი ძალი ცხოვრებისა სათავეა ყოველის წარმატებისა და მაგ ძალის

ძლიერებაზედ დამოკიდებულია ყოველი იმედი ცხოვრების წინწადგომისა და განკარგებისა,

საცა ეგ ძალი აღძრული არ არის, იქ ცხოვრება დგას, ვითარცა გუბე და გუბესავით შხამავს და

სწამლავს გარეშემო ჰაერსა. ადამიანიც, იმ ჰაერში სულის მბრუნავი, ცოცხალმკვდარსავით

Page 43: дшлф.doc

ზლაზვნით და ხანხალით დატანტალებს უგულოდ და უსულოდ ცხოვრების მოედანზედ,

როგორც სასაფლაოზედ, თითქო მარტო იმისთვისაო, რომ ერთი პატარა ადგილი იშოვოს,

საფლავი გაითხაროს და შიგ ჩაწვეს. საკვირველიც არ არის, იქ მაცხოვარი სიო განახლებისა

არ დაჰბერს ცხოვრებასა და მის გამო დღევანდელი დღე მკვდარია ხვალისათვის, როგორც

გუშინდელი დღევანდელისათვის იყო, ამიტომაც ადამიანს აღარც გუშინდელი ახსოვს, აღარც

დღევანდელი სწამს და აღარც ხვალინდელს ეტანება. ყოველსფერზედ გულაყრილია და

ცხოვრობს მარტო იმისათვის, რომ მოკვდეს, როგორც მეტხორცი რამ, როგორც შემთხვევით

მოსული და შემთხვევითვე წასასვლელი. ერთის სიტყვით, ადამიანიგამოფუყებულია,

გამოცარიელებული, და ამიტომაც თითონ მისი ცხოვრებაც სიკვდილია და არა სიცოცხლე.

გარნა იქ კი, საცა ეგ მადლიანი ძალა შემოქმედობისა აღძრულია, ადამიანი გრძნობს, რომ

იგი შვილია გუშინდელისა, მოჭრინახულეა დღევანდელისა და დამბადებელია ხვალისა.

წარსული, აწმყო და მომავალი – ერთ რთულ, დაურღვეველ ჯაჭვად მიაჩნია და იმ ჯაჭვში

თავისი თავი რგოლად, წინასა და უკანაზედ მტკიცედ გადაბმულად. მაშინ ადამიანი თავის-

თავს მართლა-და ადამიანადა სცნობს, ეგ ცნობა საკუთარის თავისა ღირსებას უღვიძებს,

საკუთარის თავის ღირსება ჩაგრულ ყოფას ვერ ათმენინებს და დამკლავებული გამოჰყავს

ცხოვრების მოედანზედ საომრად და საბრძოლველად. გმირებს, სახელოვანს კაცებს,

დიდებულ მოღვაწეებს ქვეყნისას – ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა ჰბადავს.

რაკი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ დაიძრა შემოქმედობითი ძალი, ერთს ნამოქმედს სხვა

სამოქმედო საგანზედ მოჰყვება, ერთი მეორეს ჰშობს, მეორე მესამეს და ეგრე გაებმის ის

ფერადი გრეხილი ცხოვრების მოძრაობისა, რომელსაც ისტორიას ეძახიან. ეგ

შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა შექმნის ისტორიას; უმაგისოდ ნურა ერი ნუ დაიქადებს,

ისტორიის ღირსი ერი ვარო. უწინ, როცა ჩვენში ეგ შემოქმედობითი ძალი ცხოვრებისა

ფეხადგმული იყო, აკი ისტორიაცა გვქონდა, აკი გმირებიცა გვყვანდა, აკი დიდი მწერლებიც

და პოეტებიც აღმოგვიჩნდნენ, აკი იმ აღმატებულ ყოფაცხოვრებამდინაც მივაღწიეთ,

რომლის დიდებულებამაც თამარ მეფე საუკუნოდ სახსოვარი გახადა ჩვენთვის.“

- See more at: http://hotpost.ge/ge/story/699-ilia-tchavtchavadze-gamonathqvamebi#sthash.t8POO8Rw.dpuf

”ცოდნას უვიცობის მეტი სხვა მტერი არ ყავს”

გოეთემ თქვა: "ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრძნული აზრი მაინც."

ამ აზრის გათვალისწინებით მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს ახლადაღმოჩენილ გამონათქვამებს და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ისინი. დღევანდელი თემა კი კონკრეტულად “ცოდნას” ეხება: 

”ცოდნას უვიცობის მეტი სხვა მტერი არ ყავს” (ფრანგული ანდაზა) “ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თითონ, თავის–თავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა ვინ წინ გადუდგება”. (ილია ჭავჭავაძე)

“მეცნიერება უნდა ემსახურებოდეს ადამიანს, ღონე უნდა მისცეს ბუნებას ებატონოს. ხოლო ბატონობს იგი, ვინც ძალოვანია, იგი, ვინც მცოდნეა. ადამიანის ცოდნა და ძალოვნება ერთი და იგივეა.”   (ფრანცის ბეკონი)“ხალხის გენია, ხალხის ნიჭი და ძლიერება, ცხოვრების გზაზე მიმავალი ცოდნის გემია.” (გალაკტიონ ტაბიძე)

Page 44: дшлф.doc

“ცოდნა ამშვიდებს დიდ ადამიანს, აოცებს საშუალოს და ბერავს პატარა ადამიანს”. (ლევ ტოლსტოი)“ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.” (ილია ჭავჭავაძე)

იმედია დაგაინტერესათ ამ გამონათქვამებმა, დაგამახსოვრდებათ და გამოიყენებთ .. :) 

დაელოდეთ შემდეგ პოსტსა და ახალ ფრაზებს ... :)

არ დაგავიწყდეთ, ჩვენც გაგვიზიარეთ თქვენთვის ნაცნობი და საყვარელი ფრაზები! 

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული.ვებ გვერდი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული შექმნილია ათტომეულის მიხედვით,

რომლის გამოცემის სამეცნიერო აპარატი შედგენილია ცნობილი მეცნიერის პავლე ინგოროყვას

 მიერ, რომელსაც განსაკუთრებული დამსხაურება მიუძღვის

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლისა და გამოცემის საქმეში. მისი

რედაქტორობით განხორციელდა ილიას თხზულებათა ორი გამოცემა – ხუთ ტომად და ათ

ტომად. ხუთტომეულის პირველი ტომი, რომელსაც პ. ინგოროყვასთან ერთად რედაქტორობდა

ალ. აბაშელი; მკითხველმა მიიღო დიდი მწერლის დაბადების ასი წლის თავზე – 1937 წელს. ეს

ტომი მთლიანად მოიცავს ილიას ორიგინალურ მხატვრულ თხზულებებს – ლექსებს, პოემებს,

მოთხრობებს, პიესას. დანარჩენი ტომები გამოიცა მხოლოდ პ. ინგოროყვას რედაქტორობით.

მთლიანად ხუთტომეულის გამოცემას ოცდახუთი წელი მოუნდა. ამასობაში წამოწყებული იქნა და

უფრო ადრე დასრულდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის კიდევ ერთი გამოცემა

ათ ტომად (1951-1961).

ათტომეული გამოიცა საქართელოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის

სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის გრიფით და ცნობილია

აკადემიურის სახელით, მაგრამ იგი კვლავ პავლე ინგოროყვას რედაქტორობით არის

გამოცემული, მისივე წინა გამოცემების პრინციპებს ემყარება და ბოლომდე არ იცავს აკადემიური

გამოცემისათვის სავალდებულო მოთხოვნებს.

საერთოდ პ. ინგოროყვასეული გამოცემების დიდ ღირსებას შეადგენს ილიას მანამდე უცნობი

მრავალი თხზულების გამოვლენა. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ამ გამოცემებს ზოგი ხარვეზიც

ახლავს როგორც მასალის სისრულის, ისე ტექსტის დადგენის პრინციპების მხრივ.

პ. ინგოროყვა გამოცემიდან გამოცემამდე თანდათანობით ავსებდა ილიას ტომებს ახლად

მოპოვებული მასალით, მაგრამ ამის შემდეგაც მეცნიერული კვლევა-ძიებით კიდევ გამოვლინდა

ახალი წერილები, რომლებიც უთუოდ ილიას კალამს ეკუთვნის. მხედველობაში გვაქვს

უმთავრესად «დროებასა» და «ივერიაში» ხელმოუწერლად დაბეჭდილი მეთაური წერილები,

რომლებიც შინაარსობრივად მეტად მრავალფეროვანია, რაოდენობით კი რამდენიმე მოზრდილ

ტომს შეადგენს. მათი ილიასეულობა ამჟამად უკვე ეჭვმიუტანლად არის დადგენილი (თ.

Page 45: дшлф.doc

მაჭავარიანის, პ. კეშელავას, ალ. კალანდაძის, შ. გოზალიშვილის, ა. კენჭოშვილის, ნ. ტაბიძის,

ლ. ჭრელაშვილის, ნ. შალუტაშვილის, ვ. ჟვანიას და სხვათა ნაშრომებით).

დარჩენილია ილია ჭავჭავაძის მიმოწერა!

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს  მ ე ც ნ ი ე რ ე ბ ა თ ა  ა კ ა დ ე მ ი ა

რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი

პ. ინგოროყვას რედაქტორობით.

საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობა

თბილისი 1951 წ.

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე